UFC 299-ის მთავარ ბრძოლაში, შონ ო'მალიმ ჩიტო ვერა დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
5-რაუნდიანი ორთაბრძოლა მოქმედმა ჩემპიონმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და კარიერაში პირველად, ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.
სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის შემდეგ სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობას მერაბ დვალიშვილი მიიღებს, რომელმაც კონტენდერის სტატუსი UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ მიიღო.
შონ ო'მალიმ ჩიტო ვერა დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა

















