შონ ო'მალისთან რემატჩამდე ორი კვირით ადრე, მერაბ დვალიშვილმა ტრავმა მიიღო. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ქართველმა ჩემპიონმა თითის დაზიანება სპარინგის დროს მიიღო. მოგვიანებით მან გაიხუმრა კიდეც, რომ თითს მოიჭრიდა.
ტრავმა არავითარ გავლენას არ მოახდენს სამომავლო ბრძოლაზე, რადგან სერიოზული არაფერია. ეს თავად "მანქანის" კარგი განწყობიდანაც იგრძნობა. შეგახსენებთ იმასაც, რომ 34 წლის ჩემპიონი თავისთვის კარგად ნაცნობ ამერიკელ მეტოქეს 7 ივნისს დაუპირისპირდება.















