ილია თოფურიას უკანასკნელ პერფორმანსს, მებრძოლთა უმეტესობისგან დადებითი რეაქცია მოჰყვა. ეს ყველაფერი განპირობებული იყო "ელ მატადორის" შესანიშნავი ნოკაუტით, ზემოხსენებული წონის ყოფილი ჩემპიონის - ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხთა დიდი ნაწილისთვის თოფურიას სანუკაუტე ძალა უკვე აღიარებულ ფენომენად იქცა, აშკარაა, რომ 70 კგ დივიზიონის მებრძოლი - მაურისიო რაფი განსხვავებულ აზრზე დგას.
"ეს მომენტი მაქსიმალურად გამოიყენე.
თოფურია...
აუცილებლად დაგაძინებ!
"
ბრაზილიელმა სპორტსმენმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, პოპულარობა საკუთარი ექსტრავაგანტული სტილის და ბრწყინვალე ფინიშების ხარჯზე შეძლო. აღსანიშნავი ტალანტისა და მოგებათა სერიების მიუხედავად, ამჟამინდელ ეტაპზე, მისი და ილიას დაპირისპირების იდეა ჯერ-ჯერობით არარეალისტურად მიიჩნევა. საინტერესოა, მოჰყვება თუ არა შესაბამისი კომენტარი ამ განცხადებას მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონისგან.















