UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Club del Deportista-სთან ინტერვიუში მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, კარიერა მაშინ დაასრულებს, როდესაც სპორტისგან სიამოვნებას ვეღარ მიიღებს.
"15 წლის ვიყავი როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგი MMA-ში და მინდა, რომ 32 წლის ასაკში დავასრულო კარიერა, რადგან სპორტი დიდ პასუხისმგებლობას და 100%-ით ჩართულობას მოითხოვს. 32 წელს პირობითად ვამბობ და აღნიშნულ ასაკში ვგულისხმობ მომენტს, როდესაც სიამოვნებას ვეღარ მივიღებ. ამ ეტაპზე UFC-ში უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და არ ვიცი, როდის დასრულდება ეს გრძნობა" - ილია თოფურია.
ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი 18 თებერვალს დაამარცხა და UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა — მის ანგარიშზე MMA-ში ჩატარებული 15 ორთაბრძოლა და 15 გამარჯვებაა.

















