ილია თოფურიამ დაანოკაუტა ჩარლზ ოლივეირა, რითაც მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრის მფლობელი გახდა. ახალ ჩემპიონს UFC-ში ჰქონდა 3 სატიტულო ჩხუბი და აღსანიშნავია ის, რომ ქართველმა მებრძოლმა სამივე ნოკაუტით მოიგო. მან გათიშა ჯერ ალექს ვოლკანოვსკი, შემდეგ მაქს ჰოლოუეი, ცოტა ხნის წინ კი ბრაზილიელი მეტოქეც.
საჩემპიონო ბრძოლებში მხოლოდ ნოკაუტით ასევე იმარჯვებდნენ კონორ მაკგრეგორი, ალექს პერეირა და თიჯეი დილაშოუ, თუმცა "ელ მატადორისგან" განსხვავებით, მათ სატიტულო ჩხუბები წაუგიათ კიდეც. 70 კილოგრამი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი კი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 28 წლის ჩემპიონმა თავის კარიერაში ზედიზედ მე-17 ბრძოლაში იმარჯვა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე უდიდესი ალბათობით იქნება პედი პიმბლეტი, რომლის გამოწვევა თოფურიამ "დუ ბრონქსის" გათიშვის შემდეგ უკვე მოასწრო.
ბრძოლაზე, შრომაზე, აფხაზეთზე, ჭუბერის ტკივილით სავსე გზაზე, ემიგრაციაზე, დაბრუნებაზე, ისევ ემიგრაციაზე, გამარჯვებაზე, აფხაზეთში დაბრუნების იმედსა და იმაზე, რომ აუცილებლად გაიმარჯვებ თუ ბოლომდე იბრძოლებ, - ამ ყველაფრის შესახებ, გვიყვება ბიოგრაფიული ლიტერატურა “დედა და ილია” - UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი, რომლის ავტორი გიორგი კეკელიძეა.
,,დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია apeople, სპონსორი - Gzavnili.com, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU, მხარდამჭერები - La Gazzetta Dello Sport Georgia, VELI.store, Biblusi • ბიბლუსი.
წიგნის შეძენა ბიბლუსში და ონლაინ VELI.store.ge -ზეა შესაძლებელი.















