UFC 315-ზე ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამადი ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა. შეგახსენებთ იმას, თუ რა კავშირში იყო ეს ჩხუბი ილია თოფურიასთან და მის მომავალ მეტოქესთან. პალესტინელი მებრძოლის მოგების შემთხვევაში, ანუ, თუ ქვესაშუალოს ჩემპიონი დარჩებოდა უცვლელი, ქართველი მებრძოლი ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდებოდა.
მარცხის შემთხვევაში კი ქვესაშუალოს ახალ ჩემპიონს შეხვდებოდა დაღესტნელი მებრძოლი, რომელიც ავიდოდა ერთი წონით მაღლა, "ელ მატადორი" კი მსუბუქ წონაში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდებოდა. ყველაფერი მოხდა მე-2 სცენარის მიხედვით: ქვესაშუალოს ჰყავს ახალი ჩემპიონი და მისი შემდეგი მეტოქე მახაჩევი იქნება.
ახლა გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ უშუალოდ თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი მებრძოლი არის. როგორც ვხედავთ, ქართველი და დაღესტნელი ჩემპიონების ჩხუბი ამ ეტაპზე აღარ შედგება და უცნობია, შედგება, თუ არა საერთოდ.















