დაუმარცხებელმა დაღესტნელმა მებრძოლმა - უსმან ნურმაგომედოვმა, რომელიც ამჟამად Bellator-ის მსუბუქი დივიზიონის ქამარს ფლობს, უკანასკნელად, ილია თოფურიასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააჟღერა.
"ვფიქრობ, რომ ჩემი მოგებათა სერია თოფურიაზე უკეთესია. რამდენი ბრძოლა აქვს მას? 14? მე კი 14 მხოლოდ ფინიში მაქვს. "
რეალურად, თოფურიასა და ნურმაგომედოვის პოტენციური შეხვედრა ამ ეტაპზე საკმაოდ რთული წარმოსადგენია, რადგან ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებში ასპარეზობენ: თოფურია UFC-ში, ხოლო ნურმაგომედოვი Bellator-ში. მიუხედავად ამ გარემო-ფაქტორებისა, ზემოხსენებული დაპირისპირების შანსი მაინც არსებობს, რომელიც ნურმაგომედოვის UFC-ში გადასვლით იქნება შესაძლებელი.















