UFC-ის მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი, ფრენსის ნგანუ მოტოციკლით დაეჯახა 17 წლის გოგონას, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედია კამერუნში მოხდა. 38 წლის მებრძოლმა დაზარალებული გადაიყვანა საავადმყოფოში, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციაც, მაგრამ უშედეგოდ.
ჯერჯერობით უცნობია, აღიძვრება, თუ არა ნგანუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. შეგახსენებთ, რომ UFC-ში ყოფნის პერიოდში კამერუნელმა მებრძოლმა სხვადასხვა დროს მოუგო სტიპე მიოჩიჩს, კეინ ველასკესს, სირილ განსა და სხვებს. 2023 წლის მაისიდან კი ის PFL-ის მებრძოლია.
ფრენსისმა ასევე გამართა ორი ბრძოლა კრივში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. ერთხელ ტაისონ ფიურისთან და ერთხელაც ენტონი ჯოშუასთან.















