MMA-ის გულშემატკივართა დიდი ნაწილისთვის პედი პიმბლეტისა და ილია თოფურიას უწინდელი დაპირისპირება ძალზედ ნაცნობი მოვლენაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბრძოლის სასურველ ვარიანტადაც განიხილებოდა.
მათი შეხვედრა ოქტაგონზე საბოლოოდ არ შედგა, მაგრამ სპორტული სივრცის გარეთ, დაძაბულობა ნამდვილად ხშირი იყო. ეს ყველაფერი ცალსახად პედი პიმბლეტის პროვოკაციული კომენტარებით იყო გამოწვეული, რის გამოც, უბრალო სპორტული ინტერესი პირად დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, UFC Fight Night 254-ის აწონვებზე, ივენთზე, სადაც ქართველი მსუბუქწონოსანი - გურამ ქუთათელაძე ასპარეზობდა, "ლეგენდა" და ინგლისელი კონტენდერი ერთმანეთს შეხვდნენ. ჩვენდა გასაკვირად, ისინი ერთმანეთს პოზიტიურად მიესალმნენ, რამაც მაყურებელთა თვალში გაოცება გამოიწვია.
ამ თემასთან დაკავშირებით, თოფურიამ უკანასკნელად WOW 17-ის პრესკონფერენციაზე თავისი აზრი დააფიქსირა.
"ჩვენ ჩვენს საბრძოლო როლებში არ ვიყავით. მე ჩემი მეგობრის (ქუთათელაძის) მხარადასაჭერად მივედი, ის კი მისი მეგობრის საგულშემატკივროდ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მივესალმეთ. დღის ბოლოს, ჩვენი ათლეტები ვართ, თუმცა, თუ ერთმანეთის პირისპირ რინგზე დავდგებით, სრულიად სხვა ამბავი დატრიალდება." - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა პრესკონფერენციაზე
"თუ ერთმანეთის პირისპირ რინგზე დავდგებით, სხვა ამბავი დატრიალდება" - თოფურია პიმბლეტზე















