ქართველი მაყურებლისათვის ამ ქარდის მთავარი მოვლენა რომან დოლიძეს დაბრუნება იქნება. რომანისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლის პრევიუს აუცილებლად შემოგთავაზებთ, მანამდე კი მთავარი სატიტულო ორთაბრძოლა განვიხილოთ.
რატომ მისცეს შანსი ხალილ რანთრის და ზოგადად რა ხდება ამ წონაში?
ამ ბრძოლის ჩანიშვნას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა. რეალურად, ეს საკმაოდ ლოგიკური ხმაური იყო. ხალხის აზრით ხალილი ამ ბრძოლას არ იმსახურებდა და შემდეგი აუცილებლად მაგომედ ანკალაევი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ბრძოლის ჩანიშვნასაც აქვს თავისი ისტორია. ზოგადად, პერეირა აქტიური ჩემპიონია, რომელიც საკმაოდ ხშირად იბრძვის. მისთვის შემდეგი მართლაც, რომ ანკალაევი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაგომედს ბრძოლა უკვე აქვს ჩანიშნული - ალექსანდარ რაკიჩთან 26 ოქტომბერს UFC 308-ზე. შესაბამისად, პერეირასთვის ახალი მეტოქე უნდა მოეძებნათ. რეალურად, TOP 5-დან ანკალაევი და რაკიჩი გალიას ერთმანეთთან იზიარებენ, ხოლო დანარჩენი სამეული - პროჰასკა, ჰილი და ბლაჰოვიჩი ჩემპიონს უკვე დამარცხებული ჰყავს. ჩემთვის, პროჰასკასთან ტრილოგიაზე, ან ჰილთან რემატჩზე საინტერესო ბლაჰოვიჩთან განმეორებითი შეხვედრა იქნებოდა, რომელსაც პოლონელი ნამდვილად იმსახურებდა.

იან ბლაჰოვიჩი „პოატანთან" 3-რაუნდიან ბრძოლაში გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ძალიან ბევრის, და მათ შორის ჩემი აზრითაც, პოლონელს ამ ბრძოლაში გამარჯვება ეკუთნოდა. ბლაჰოვიჩი ერთადერთი იყო, რომელმაც პერეირას ჭიდაობა დაუპირისპირა და მომენტებში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა, ყოფილი ჩემპიონისთვის რთულად გასამკლავებელი აღმოჩნდა პერეირას წონა და გაბარიტები, რამაც პროცესში მისი დაღლა გამოიწვია. თუმცა, ბლაჰოვიჩისგან განსხვავებით, ალექსთან ჭიდაობა აღავის უცდია - არც ხალილი აპირებს.
ვინ არის ხალილ რანთრი და რით დაიმსახურა სატიტულო ორთაბრძოლა?
ფურცელზე ხალილს, ცხადია, არ დაუმსახურებია სატიტულო ორთაბრძოლა, თუმცა MMA ამითაც საინტერესოა. ჩვენ გვხვდებიან ბელალისა და მერაბისნაირი მებრძოლები, რომლებსაც თითქმის ყველას დამარცხება უწევთ ჩემპიონობამდე. ასევე არიან ხალილისნაირი ათლეტები, რომლებსაც ოდნავ უმართლებთ და ქამრისთვის ბრძოლას მარტივად იღებენ. თუმცა, ალექსთან ჩხუბი რამდენად „გამართლებაა“ - ეგ მეორე საკითხია.

როგორც უკვე ვთქვი, ტოპ 5-ში ალექსს თითქმის ყველა კონტენდერი დამარცხებული ჰყავს, დანარჩენებს ბრძოლა ჩანიშნული აქვთ. ტოპ 5-ის მიღმა კი არიან ისეთი მებრძოლები, როგორებიც არიან ვოლკან ოზდემირი, რომელიც მოგებათა სერიაზეა, თუმცა ყველამ ვიცით, რომ არ ეკუთნის სატიტულო ბრძოლა. მეტიც, მის მოყვება ნიკიტა კრილოვი, რომელიც ასევე 3-მოგებიან სერიაზეა, ოზდემირიც დაამარცხა, თუმცა ვერც კრილოვი იქნება ჩელენჯერი მაშინ, როდესაც უკანასკნელი მოგება რაიან სპენთან 2023 წლის პირველ ნახევარში აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აქვეა ახალი სისხლი, - მუაი ტაის მიმდევარი ხალილ რანთრი, რომელიც დიდ კარიერულ ნახტომს აკეთებს, თუმცა მოგებათა სერიაზეა, ბოლოს ენტონი სმიტი უგონოდ გათიშა. სტილიდან გამომდინარე კი „პოატანისთვის" შესაძლოა მშვენიერი ცეკვის პარტნიორი გამოდგეს.

ხალილ რანთრის სტარტი და კარიერა UFC-ში
UFC-ში ხალილს არც თუ ისე პერსპექტიული სტარტი ჰქონდა. 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, მან 5 ბრძოლა ჩაატარა და 3-ში დამარცხადა. მათ შორის 2-ჯერ ნოკაუტით - კუტელაბასთან და ვოლკერთან. თუმცა, 2021 წლის სექტემბრიდან თვალს ხალილის ახალ ვერსიას ვადევნებთ, რომელიც სრულად მუაი ტაის მებრძოლად იქცა - ზედიზედ 5 მოგება მოიპოვა და 3-ჯერ საუკეთესო პერფორმანსის ბონუსიც დაიმსახურა. ხალილმა დაამარცხა ერთ-ერთი საკმაოდ კარგი ქიქბოქსერი, რომელიც გლორის ტოპ მებრძოლი იყო - დასტინ ჯაკობი. ჯაკობი ძალიან გამოცდილი სტრაიკერია, რომელსაც რანთრისთან შეხვედრამდე UFC-ში რეკორდი 6-0-ზე ჰქონდა, თუმცა ხალილი ჯასტინს დგომში ებრძოლა და გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვების მოპოვება მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ ხალილი იყო ის მებრძოლი, რომელმაც პირველი მარცხი აგემა ჯაკობის, მებრძოლს, რომელსაც UFC-ში ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ამ მარცხის შემდგომ დასტინის დაღმავლობა დაიწყო.

პერეირა Vs რანთრი - ბრძოლის ანალიზი
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლას რანთრი არც ჩემი აზრით იმსახურებდა, UFC 307-ს მეინ ივენთს ძალიან დიდი ინტრიგით ველი და სულაც არ ვფიქრობ, რომ ამერიკელი განწირულია. რანთრი მემარცხენეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალექსი კი ბევრად გამოცდილია ვიდრე ხალილი, თუმცა მემარცხენესთან UFC-ში მხოლოდ ანდრეას მიხაილიდისთან იბრძოლა - რომელიც მოჭიდავე იყო - და ადესანიასთან, რომელიც მემარჯვენეა, უბრალოდ ცაცია დგომში ხშირად დგება. ქიქბოქსინგის კარიერის განმავლობაში ალექსს მემარცხენეებთან ძალიან ბევრი ბრძოლა ჩაუტარებია, თუმცა ამ ბრძოლების განხილვა არაფერს მოგვცემს, რადგან MMA-ის საბრძოლო დისტანცია ბევრად დიდია, ვიდრე ქიქბოქსინგის. ასევე, ხალილი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა აქ ერთ უცნაურობას ვაწყდებით. როგორც წესი მძიმე მებრძოლები ცენტრს მარტივად იკავებენ და პირველ ნომრად იბრძვიან, მაგრამ ხალილი ცენტრს საკმაოდ ხშირად თმობს. ვფიქრობ, ისეთ სტრაიკერთან, როგორიც ალექსია ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან, იმისთვის, რომ ალექსმა თავი დისკომფორტში იგრძნოს, მას ცენტრი უნდა წაართვა, რაც ძალიან რთული საქმეა. იქიდან გამომდინარე, რომ ხალილი მემარცხენეა და, როგორც წესი, მემარჯვენეებს ებრძვის, მისი კომბინაციები მარჯვენა ქროსით იწყება, რომლითაც მეტოქეების დაზიანებას ახერხებს, თუმცა, ამ დროს მარჯვენა ხელი დაბლა რჩება, რაც პერეირასთან ძალიან საშიშია.

ხალილის ეს ქმედება მეტოქეებს მარცხენა ჰუკით კონტრ-დარტყმის დაბრუნების საშუალებას აძლევს. როგორც იცით, მარცხენა ჰუკი ალექსის ნომერი პირველი უძლიერესი იარაღია. ხალილს ასევე უყვარს ფეხით შეტევები ტანისა და ფეხის არეში, თუმცა სიმაღლესა და წვდომში საკმაოდ დიდი, 10-სანტიმეტრიანი (ოფიციალურად, არაოფიციალურად მეტიც მგონია) განსხვავების გამო ეს შეტევები ხალილისთვის დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, ყველაზე დიდი მაგრამ ამ დაპირისპირებას აქ აქვს. იმ დაპირისპირებაში ენტონი სმიტი პრაიმში ნამდვილად არ იყო, მაგრამ მისი დგომში გათიშვა ბოლოს ვინ მოახერხა აღარც მახსოვს. გათიშვამდეც, ხალილის დარტყმებზე სმიტს ისეთი რეაქციები ჰქონდა, როგორიც არავისთან ჰქონია. ხალილი ძალიან, ძალიან მძიმედ ურტყამს - ალექს პერეირას კი გააჩნია სტილი, რომელიც დარტყმებს ატარებს. დარწმუნებული, ვარ, რომ როგორც კი ბრძოლა დაიწყება ალექსი კუთხეში მიაყენებს ხალილს და იქიდან შეეცდება მისი საყვარელი კომბინაციებით დაბომბოს.

რანთრი დაიწყებს ბევრ სიარულს გალიის ირგვლივ, როგორც სჩვევია, მაგრამ ასეთი მასიური ათლეტისთვის მეორად ნომრად ბრძოლა ძალიან დამღლელი იქნება. მითუმეტეს ალექსთან, რომელიც კუთხეების მოჭრის ნამდვილი ოსტატია. ისედაც, მსგავსი კუნთოვანი მასის მებრძოლებს ბევრად მეტი ენერგია სჭირდებათ, ეს სტილი კი დამატებით ენერგიას მოითხოვს. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ერთი მომენტია.
როდესაც „პოატანი" შეტევაზე გადადის და მეტოქეს კუთხეში გამოიჭერს, ის მეტოქის დაბომბვას იწყებს, მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურებაზე ფიქრობს და დაცვა ავიწყდება ხოლმე. ასე მოახერხა ადესანიამ პირველ ბრძოლაში მისი დაზიანება და ასე მიიყვანა მეორე ბრძოლაში საქმე ბოლომდე იზიმ.

სწორედ აქ გადაწყდება გამარჯვებულის ბედი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა იმ სტადიამდე აუცილებლად მივა, სადაც ალექსი გალიასთან მიყუდებული ხალილის წინააღმდეგ მომაკვდინებელ დარტყმებს გაუშვებს, რანთრი ამ დროს მძიმე დარტყმებს იქნევს, ამ მძიმე დარტყმებს არამხოლოდ ალექსის, არამედ ნებისმიერი მებრძოლის დაძინება შეუძლია. ასე რომ, ამ სტილისტური ეპიზოდის გამო ჩემთვის ეს ბრძოლა ძალიან, ძალიან დამაინტრიგებელია.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხალილის შანსებს მხოლოდ აქ ვხედავ. ვერცერთ სხვა ასპექტში ამერიკელის უპირატესობა, თუნდაც მცირე, არ იკვეთება - რაც მის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხალილის შანსებს მხოლოდ აქ ვხედავ. ვერცერთ სხვა ასპექტში ამერიკელის უპირატესობა, თუნდაც მცირე, არ იკვეთება - რაც მის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.
ავტორი: საბა სოზაშვილი