რომან დოლიძე ამერიკელი ვარსკვლავის წინააღმდეგ
ამ ბრძოლის ჩანიშვნა, პირადად მე, ძალიან გამიკვირდა. ჰოლანდი აქტიურად ცდილობდა Welterweight-ში დაემკვიდრებინა თავი მაშინ, როდესაც რომანმა ენტონი სმიტი უშანსოდ დაამარცხა Light heavyweight-ში. მიუხედავად იმისა, რომ სტილისტურად ჰოლანდი რომანისთვის კომფორტული მეტოქე უნდა იყოს და ამას ავხსნი რატომაც, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა ქართველისთვის მომგებიანი არ არის. რომანი საშუალო წონაში #10 პოზიციას იკავებს, ხოლო ჰოლანდი აღნიშნულ დივიზიონში TOP 15-შიც კი არ არის, სამაგიეროდ, ქვესაშუალო წონაში იკავებს #15 ადგილს. ეს ბრძოლა რომანისთვის საკმაოდ ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ მარცხის შემთხვევაში საკმაოდ უკან დაიწევს, მოგების შემთხვევაში კი პოზიციას ვერ გაიუმჯობესებს. თუმცა, მაყურებელი ნამდვილად მოგებულნი ვართ, რადგან ორივე ძალიან საინტერესო მებრძოლია და UFC კიდევ ერთ, სტილისტურად საინტერესო დაპირისპირებას გვჩუქნის.

ვინ არის კევინ ჰოლანდი?

რომანი ბაზით გრეპლერია. მას ძალიან სახიფათო და უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომელიც განსხვავდება სხვა ჯიცერებისგან. რომანი ძალიან კარგად ერკვევა Leglock-ებში. ფეხზე სხვადასხვა შეტევების კარგი ცოდნა და შესაძლებლობა ძალიან ბევრ კარს უხსნის რომანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე ამ მიმართულებით გაწაფული არ არის. MMA-ში ძალიან ბევრი შავი ქამარი ფეხებზე შეტევებს ბევრ დროს არ უთმობს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს წამგებიანია, თუმცა რომანმა და რაიან ჰოლმა საპირისპირო დაამტკიცეს. რომანი კარგად ახერხებს მეტოქეების ფეხის მტკივნეულებით დაფინიშებას - როგორც ჯეკ ჰერმანსონთან და ფილ ჰოუსთან ქნა (უბრალოდ რომანმა ჰოუსს ხელი გაუშვა, რადგან ფეხის მოტეხვის ხმა გაიგონა, რაც კიდევ უფრო ძვირად დაუჯდა ფილს). დოლიძეს ასევე, გამოსდის მეტოქეების გადატრიალება ანუ "დასვიპვა", რაც მის კონტროლს შეუძლებელს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდს ჯიუ ჯიცუში შავი ქამარი აქვს, ვფიქრობ, რომ მიწაზე ჰოლანდს რომანთან შანსი არ აქვს, რადგან რომანი ბევრად შემტევი გრეპლერია და ამას დამატებული, ძალიან დიდი განსხვავება ფიზიკურ ძალაში. დოლიძემ სულ რომ არ იცოდეს გრეპლინგი - მიწაზე მაინც დაჩაგრავდა ჰოლანდს მხოლოდ მისი ფიზიკურობიდან გამომდინარე, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, რომანი გრეპლინგის ოსტატია. რაც შეეხება დგომს, ვფიქრობ, რომ აქ რომანს მეტი სიფრთხილე მართებს. ხშირად ხდება, რომ რომანი ბრძოლას დგომში წარმართავს და ხშირად ულამაზესი ნოკაუტებითაც დაუმთავრებია ბრძოლა, მაგრამ ჰოლანდს თუ რაიმე შანსი გააჩნია - ეს დგომში ბრძოლაში იქნება. რატომ უნდა მივცეთ მას მეტი შანსი? ამას დამატებული ჰოლანდის უგრძელესი ხელები და სისწრაფეში განსხვავება, რითაც ამერიკელმა შეიძლება პრობლემები შექმნას.
მიუხედავად ამისა, თუ რომანი აქცენტს ჭიდაობაზე გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ნერვიულობის გარეშე წამოიღებს საქართველოში.
მებრძოლები/ბრძოლები, რომლებიც უნდა იცოდე!
ტომპსონი Vs ბაკლი

ჟოსე ალდო Vs მარიო ბაუტისტა

ვინ არის კევინ ჰოლანდი?
კევინ ჰოლანდი UFC-ის ქართველ გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს. მაშინ, როდესაც გიგა ჭიკაძე UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი იყო და წელიწადში 4-დან 4 ბრძოლა მოიგო, კევინ ჰოლანდი გახდა ის, ვინც მისი რეკორდი გააუმჯობესა და ერთი წლის განმავლობაში 5 ბრძოლის მოგება მოახერხა. 2020 წელს კი გიგა და კევინი გვერდიგვერდ ხშირად მოიხსენიებოდნენ, როგორც UFC-ის წლის საუკეთესო მებრძოლნი. თუმცა, ამ მოგებათა სერიის შემდგომ, კევინის კარიერა საგრძნობლად უკან წავიდა. UFC-იმ ორჯერ დააპირისპირა კევინი მოჭიდავესთან და ორივეჯერ უშანსოდ დამარცხდა - როგორც დერეკ ბრანსონთან, ასევე მარვინ ვეტორისთან. სწორედ ამ მძიმე მარცხების შემდგომ გადაწყვიტა ჰოლანდმა წონა შეეცვალა. ეს წარმატებითაც გამოუვიდა - ზედიზედ ორი მოგების მოპოვება მოახერხა, თუმცა მას მალევე გადაეყარა ხამზატ ჩიმაევი. მას შემდეგ, რაც ხამზატმა ნეიტ დიასთან ბრძოლის წინ წონა ჩააგდო, ქარდი სრულიად გადათამაშდა - საბოლოოდ, ნეიტმა ოქტაგონი ტონი ფერგიუსონთან გაიზიარა - კევინს კი ბრძოლის ჩატარება ჩიმაევთან მოუწია. ამ ბრძოლაში ჰოლანდი მალევე - პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დამარცდა. კევინი ტაეკვონდოს მებრძოლია, რომელიც დგომში ძალიან სახიფათოა და თავის გრძელ კიდურებს ძალიან კარგად იყენებს, მაგრამ დიდი კითხვის ნიშნებია მის ჭიდაობასთან.

დოლიძე Vs ჰოლანდი - ბრძოლის პრევიუ
როგორც უკვე აღვნიშნე, ჰოლანდი ქართველისთვის კომფორტული მეტოქეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელი საჩუქარი და გარანტირებული მოგებაა.
ჰოლანდი რომ გამორჩეული სტრაიკერია, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მაიკლ „ვენომ" პეიჯთან და სტივენ „უონდერბოი ტომპსონთან" ჰოლანდი დგომში საგრძნობლად დაიჩაგრა, რამაც შეიძლება მისი თავდაჯერებულობის დაქვეითება გამოიწვიოს. მას შემდეგ, რაც ჰოლანდს ჭიდაობაში პრობლემები შეექმნა, აქტიურად დაიწყო AKA-ში ვარჯიში - დენიელ კორმიესა და ხაბიბ ნურმაგომედოვის (როდესაც ამერიკაში იყო) გუნდში, სადაც განავითარა ჭიდაობის უნარები, თუმცა რამდენად საგრძნობია ეს პროგრესი, საკითხავია.
ჰოლანდი რომ გამორჩეული სტრაიკერია, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მაიკლ „ვენომ" პეიჯთან და სტივენ „უონდერბოი ტომპსონთან" ჰოლანდი დგომში საგრძნობლად დაიჩაგრა, რამაც შეიძლება მისი თავდაჯერებულობის დაქვეითება გამოიწვიოს. მას შემდეგ, რაც ჰოლანდს ჭიდაობაში პრობლემები შეექმნა, აქტიურად დაიწყო AKA-ში ვარჯიში - დენიელ კორმიესა და ხაბიბ ნურმაგომედოვის (როდესაც ამერიკაში იყო) გუნდში, სადაც განავითარა ჭიდაობის უნარები, თუმცა რამდენად საგრძნობია ეს პროგრესი, საკითხავია.

რომანი ბაზით გრეპლერია. მას ძალიან სახიფათო და უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომელიც განსხვავდება სხვა ჯიცერებისგან. რომანი ძალიან კარგად ერკვევა Leglock-ებში. ფეხზე სხვადასხვა შეტევების კარგი ცოდნა და შესაძლებლობა ძალიან ბევრ კარს უხსნის რომანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე ამ მიმართულებით გაწაფული არ არის. MMA-ში ძალიან ბევრი შავი ქამარი ფეხებზე შეტევებს ბევრ დროს არ უთმობს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს წამგებიანია, თუმცა რომანმა და რაიან ჰოლმა საპირისპირო დაამტკიცეს. რომანი კარგად ახერხებს მეტოქეების ფეხის მტკივნეულებით დაფინიშებას - როგორც ჯეკ ჰერმანსონთან და ფილ ჰოუსთან ქნა (უბრალოდ რომანმა ჰოუსს ხელი გაუშვა, რადგან ფეხის მოტეხვის ხმა გაიგონა, რაც კიდევ უფრო ძვირად დაუჯდა ფილს). დოლიძეს ასევე, გამოსდის მეტოქეების გადატრიალება ანუ "დასვიპვა", რაც მის კონტროლს შეუძლებელს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდს ჯიუ ჯიცუში შავი ქამარი აქვს, ვფიქრობ, რომ მიწაზე ჰოლანდს რომანთან შანსი არ აქვს, რადგან რომანი ბევრად შემტევი გრეპლერია და ამას დამატებული, ძალიან დიდი განსხვავება ფიზიკურ ძალაში. დოლიძემ სულ რომ არ იცოდეს გრეპლინგი - მიწაზე მაინც დაჩაგრავდა ჰოლანდს მხოლოდ მისი ფიზიკურობიდან გამომდინარე, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, რომანი გრეპლინგის ოსტატია. რაც შეეხება დგომს, ვფიქრობ, რომ აქ რომანს მეტი სიფრთხილე მართებს. ხშირად ხდება, რომ რომანი ბრძოლას დგომში წარმართავს და ხშირად ულამაზესი ნოკაუტებითაც დაუმთავრებია ბრძოლა, მაგრამ ჰოლანდს თუ რაიმე შანსი გააჩნია - ეს დგომში ბრძოლაში იქნება. რატომ უნდა მივცეთ მას მეტი შანსი? ამას დამატებული ჰოლანდის უგრძელესი ხელები და სისწრაფეში განსხვავება, რითაც ამერიკელმა შეიძლება პრობლემები შექმნას.
მიუხედავად ამისა, თუ რომანი აქცენტს ჭიდაობაზე გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ნერვიულობის გარეშე წამოიღებს საქართველოში.
მებრძოლები/ბრძოლები, რომლებიც უნდა იცოდე!
კაილა ჰარისონი
კაილა ჰარისონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია ქალთა MMA-ში. იგი ჯუდოს შავი ქამარია, MMA-ში 17 მოგებითა და მხოლოდ 1 მარცხით. PFL-ის რამდენიმე გზის ჩემპიონია, სადაც მილიონიანი გრან პრის მოგება არაერთხელ მოახერხა და სწორედ ამიტომ დაგვიანდა მისი დებიუტი UFC-ში.
კაილას სადებიუტო ბრძოლა ლეგენდარულ ჰოლი ჰოლმთან შედგა, რომელსაც უნდა ითქვას, რომ გადაუარა. მიუხედავად მისი გამოცდილების, ძალისა და ტექნიკისა, კაილამ ჰოლმს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა. ასე რომ, ვფიქრობ, იმავეს მოლოდინში უნდა ვიყოთ ბრძოლის დღესაც - რომ კეტლენ ვიეირას წინააღმდეგ კაილა მორიგი გამარჯვებას მოიპოვებს.

ეს სახელები, ალბათ, ყველამ კარგად იცის და ზედმეტი საუბარი არ სჭირდება, თუ როგორი სანახაობრივი მებრძოლები არიან. ბაკლი ძალიან განვითარდა და დგომში არაერთი ძლიერი ნოკაუტის აღება მოახერხა. ტომპსონი კი MMA-ში ერთ-ერთ საუკეთესო სტრაიკერად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ტომპსონი ბაკლის, როგორ სტრაიკერს აღემატება, ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებას ბაკლი მოიპოვებს. უონდერბოის უყვარს დისტანციის დაჭერა და გარედან მუშაობა, ბაკლი კი ზედმეტად ძლიერია და ზედმეტად კარგი წნეხი აქვს იმისთვის, რომ ტომპსონს დისტანცია დაუტოვოს. ასევე, თუ ბაკლი ჭიდაობას გადაწყვეტს, ვფიქრობ, რომ ამ ასპექტშიც შეუძლია მეტოქის დამარცხება, რომელიც უკვე ძალიან ასაკშია. ტომპსონი უკვე 41 წლის არის და მხოლოდ UFC-ში 12 წელი აქვს გატარებული, რაც ძალიან ბევრია და ზიანის მომტანია მებრძოლისთვის.

ჟოსე ალდო Vs მარიო ბაუტისტა
„რიოს მეფე" საქმეში დაბრუნდა და ძალიან მშიერი მებრძოლს დაუპირისპირდება, რომელსაც ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს. ალდო ბოლო ბრძოლაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა იგი უკვე ასაკშია - ბაუტისტა კი ძალიან ძალიან მშიერი და სახიფათო მეტოქეა. ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ვადამდელ გამარჯვებას ვერ ვიხილავთ და გამარჯვებული მსაჯების გადაწყვეტილებით გამვლინდება. ასე, რომ მე მოვემზადებოდი დაძაბული სამი რაუნდის სანახავად!

რაიან სპენი

რაიან სპენი
ადრეულ პრელიმებში ჩემი ყურადღება რაიან სპენმა მიიქცია, რომელიც ვეტერან ოვინს სენ პრუს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ სპენი წაგებების სერიაზეა, ვფიქრობ, OSP ზედმეტად ასაკშია და UFC-ში მისი დღეები დათვლილია. სპენი შეიძლება საჩემპიონო მატერიალის მებრძოლი აღარ არის, თუმცა ნამდვილად ძალიან სანახაობრივი მებრძოლია და მისი ბრძოლების ნახვა ნამდვილად ღირს.

ავტორი: საბა სოზაშვილი