ბრძოლის განხილვა
სულ რამდენიმე წუთის წინ, რომან დოლიძემ უდიდესი განაცხადი გააკეთა. ქართველმა ამერიკელი ცნობილი მებრძოლი, კევინ ჰოლანდი პირველივე რაუნდში უშანსოდ დაამარცხა. აშკარაა, რომ რომანი ტექნიკური თვალსაზრისით ბრძოლიდან ბრძოლამდე ვითარდება. იგი განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩეოდა ამ ბრძოლაში. ჰოლანდმა თავდაპირველად ძალიან შორი დისტანციიდან დაიწყო ბრძოლა, რადგან იცოდა, რომ ახლო ბრძოლაში რომანი ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა, სწორედ ამიტომ ფეხში დარტყმებით და პირდაპირი ჯებ-ქროსებით უნდოდა რაუნდის წაღება. მაგრამ რომან დოლიძემ ბრძოლა მალევე წაიკითხა და შესაბამისადაც მოიქცა. ერთ-ერთი ფეხის დარტყმის დროს იდეალურად შეურჩია რომანმა დრო და ე.წ რეაქტიული გდება გაუკეთა, რაც სიახლე იყო რომანის არსენალში. რომანი ძალიან კარგი გრეპლერია, რომელსაც სანოკაუტე, მძიმე ხელები აქვს, თუმცა დგომის გდებებს მისგან ხშირად ვერ ვნახულობდით. ამ კუთხითაც დაიხვეწა ქართველი და ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბევრად სრულყოფილი მებრძოლია ვიდრე აქამდე იყო. მიწაზე ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს შავ ქამარს შანსი არ დაუტოვა რომანმა. მალევე მოახერხა ე.წ „ჩაკეტილი გარდის“ პოზიციიდან თავის დაღწევა, ანუ მეტოქის ფეხებს გასცდა და ზემოდან მუცელზე ანუ „ტოპ მაუნთის“ პოზიციაზე გადააჯდა საიდანაც ძალიან მძიმე იდაყვებით უდიდესი ზიანი მიაყენა ამერიკელს. პარტერის გაცვლებში ჰოლანდის ორგანიზმმა რომანის წნეხს ვერ გაუძლო და სავარაუდოდ ნეკნი მოიტეხა, რის გამოც ჰოლანდი მეორე რაუნდში ბრძოლაზე უარი განაცხადა და მოგება ქართველს დარჩა.
რა არის შემდეგი რომანისთვის?
პოზიციურად რომანი ამ მოგებით ვერ დაწინაურდება, რადგან ჰოლანდი საშუალო წონის ტოპ 15 ში არ იმყოფებოდა, თუმცა ჰოლანდი იმდენად დიდი სახელია და ისე დამაჯერებლად მოიგო რომანმა, რომ აუცილებლად წინ წაიწევს მაჩმეიქერების თვალში. რომანმა არაერთხელ გამოიწვია ხამზატ ჩიმაევი და ამ გამარჯვების შემდგომაც მან ჩიმაევსა და რობერტ ვიტაკერს შორის გამარჯვებული მოითხოვა. ჩიმაევთან უდაოდ ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება, რადგან დგომში ორივე მძიმე დარტყმებით გამოირჩევა, ხოლო მიწაზე ისინი უბრალოდ არაჩვეულებრივები არიან. უიტეკერთან გაცილებით სხვა სცენარი იქნება, რადგან უიტეკერი გაცილებით ფრთხილი მებრძოლია, რომელიც აშკარა სტრაიკერია უმაგრესი ჭიდაობისგან თავდაცვის უნარებით. თუმცა, რა ხდება ახლა 84 კგ წონით კატეგორიაში და რამდენად ახლოსაა რომანი ტიტულთან?
საშუალო წონითი (84.კგ) კატეგორიის განხილვა - რამდენად ახლოსაა რომანი ტიტულთან?
საშუალო წონის ჩემპიონი ამ ეტაპზე დრიკუს დუ პლესისი არის, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ისრაელ ადესანია დაამარცხა.
ალექს პერეირამ, ხალილ რანთრის დამარცხების შემდგომ განაცხადა, რომ 84-ში აღარ ჩავა მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება შეუძლია, რადგან დრიკუსისთვის შემდეგი შონ სთრიქლენდი უნდა იყოს, რომელიც მისი გუნდელი და ახლო სპარინგ პარტნიორია.
ადესანიას გეგმები ჯერ უცნობია, თუმცა სატიტულო ორთაბრძოლას მას არავინ მისცემს შესაბამისად ერთ კარგი ბრძოლის მოგება მაინც დასჭირდება მას სანამ ტიტულზე გავა, არარის გამორიცხული, რომ მისი ბრძოლის ჩანიშვნა ძალიან გაიწელოს, რადგან ადესანია აღარაა ისეთი მოტივირებული, როგორიც აქამდე იყო.
შემდეგი ვიტაკერია, რომელსაც უკვე ეკუთნოდა სატიტულო ბრძოლა, რადგან იგი ნებისმიერ ბრძოლას თანხმდება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ჩემპიონთან მარცხი განცდილი აქვს ვიტაკერს, იგი ამჯერად 2 მოგებიან სერიაზეა სადაც პაულო კოშტა მსაჯების გადაწვეტილებით სრული დომინაციით დაამარცხა და იკრამ ალისკეროვი საუდის არაბეთში დაანოკაუტა. იმ შემთხვევაში თუ უიტეკერი ჩიმაევს დაამარცხებს სავარაუდოდ სატიტულოს მოითხოვს და დამსახურებულადაც.

ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც ასევე სატიტულო რეისშია ჩართული არის ბრაზილიელი ბორალიო, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი განაცხადი გააკეთა ქენონიერის დამარცხებით.
რომანი ამჯერად დივიზიონის #10 მებრძოლია, მაგრამ მის წინ არიან:
პაულო კოშტა - რომელსაც ბოლოს ბრძოლა 2022 წელს მოიგო პენსიონერი როკჰოლდის წინააღმდეგ და იმ ბრძოლაშიც გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა.
ბრენდონ ალენი - რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განიცადა მძიმე მარცხი იმავოვთან და მოგებათა სერია შეწყვიტა.
ჯარედ ქენონიერი - რომელიც 2 წაგების სერიაზეა იმავავოთან და ბორალიოსთან ბრძოლის შემდგომ.
მარვინ ვეტორი - რომელმაც დოლიძე დაამარცხა ძალიან საეჭვო გადაწვეტილებით, ასევე ძალიან ფრთხილი და უღიმღამო სტილით. ასევე, მარვინმაც ბოლო ბრძოლა დათმო ქენონიერთან რომელიც 1 წლის წინ გამართა.
რეალურად მიუხედავად იმისა, რომ რომანმა მასზე პოზიციურად მაღლა მდგომი მებრძოლი არ დაამარცხა, სავსებით შესაძლებელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე მებრძოლს გადაუსწროს და მოწივანე პოზიცია მოიპოვოს ათეულში.
დასკვნა
შესაბამისად, გამოდის, რომ 99%-ით სთრიქლენდი შემდეგია ქამარზე საბრძოლველად და რჩებიან:
1) უიტეკერი Vs ჩიმაევის გამარჯვებული
2) #4 ნასურდინ იმავოვი
3) #5 კაიო ბორალიო
4) #10 რომან დოლიძე
ჩელენჯერის ჩათვლით 5 კონტენდერის არსებოიბა დივიზიონის ძალიან დაძაბულს ხდის, ამ 5 დან კი შონ სთრიქლენდი და ვიტაკერსა და ჩიმაევს შორის გამარჯვებული აშკარად უპირატეს პოზიციაზე არიან, შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ ქართველი ქამრამდე მორიგ ბრძოლას და წესით ეს ბრძოლა ზემოთ ჩამოთვლილ მებრძოლთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს.

ავტორი: საბა სოზაშვილი