რას უნდა ველოდოთ ჰოლოუეისგან? - მაქსის ძლიერი და სუსტი მხარეები
ძალიან რთულია მაქსს, როგორც მებრძოლს, სუსტი მხარე გამოუძებნო. ჰავაელი UFC-ში უკვე 12 წელია იბრძვის და, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მაგარი მებრძოლია. თუმცა, სტილისტურად შესაძლებელია, რომ მისი ზოგიერთი „ჩვევა“ ილიასთან დამღუპველი აღმოჩნდეს. მაქსიცა და ილიაც გამორჩეული მოკრივეები არიან, თუმცა, მათი საბრძოლო სტილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ასე რომ, მოდით, ჯერ მაქსის ტექნიკა გავაანალიზოთ.
მაქსი სხვადასხვა სართულზე შეუტევს: ალბათ, ყველას გინახავთ კადრები იმ ბრძოლის ჰაილაითებიდან, სადაც მან თავის დროზე ჟოზე ალდოს გადაუარა. ასევე, კარგად გვახსოვს მაქსის და კელვინ კატარის ორთაბრძოლა, სადაც მაქსმა ყველა გაგვაოცა და 5-რაუნდიანი დომინაციის მასტერკლასი ჩაატარა. რა თქმა უნდა მისი უკანასკნელი ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, სადაც ბევრი (უნდა ვაღიარო - მეც) მაქსს განწირულად მიიჩნევდა, თუმცა აქაც აბსოლუტური დომინაცია შემოგვთავაზა. მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალის გარდა, ეს ყველაფერი მაქსმა, პირველ რიგში, იმით მოახერხა, რომ მებრძოლებს სხვადასხვა სართულზე უტევდა. ტანში შეტევის განხორციელება ბოლო დროა მაქსის ხელწერად იქცა. იგი გამუდმებით უტევს 1-1-2 (ჯები, ჯები და ქროსი ტანში), ან 1-1-4 (ჯები, ჯები, მარჯვენა ჰუკი ტანში) კომბინაციებით, მას შემდეგ რაც დარტყმა მეტოქეს გარკვეულ ზიანს მიაყენებს, მაქსი ორი ჯების შემდეგ პატარა პაუზას იღებს და ქროსს ან ჰუკს იქ უშვებს, სადაც მეტოქის დაცვა შესუსტებულია.

ასე იქცეოდა კატართან პირველ რაუნდში და გეიჯისთან თითქმის მთელი ბრძოლის განმავლობაში. როგორც წესი, მისი ტანში დარტყმები ისეთი დამაზიანებელი არ არის, რომ ღვიძლიდან ან კუჭისთავიდან გათიშვა გამოიწვიოს, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ მეტოქეს საფიქრალი გაუჩინოს და სუნთქვა აურიოს, რაც კარდიოს ძალიან აზიანებს და მოწინააღმდეგეს ანელებს.



მაქსი ხშირად შეუტევს ფეხით: მაქსის ფეხის საყვარელი ტექნიკა უდავოდ ტრიალში დარტყმაა (spinning back kick), რითაც არაერთი მეტოქე ძალიან დააზიანა და მათ შორის ჯასტინ გეიჯი, რომელსაც ამ დატყმით ცხვირი გაუტეხა. თუ დავაკვირდებით მაქსი ამ დარტყმას ნელი ჯების შემდგომ იყენებს. როდესაც მაქსი ნელ, ზარმაც ჯებს ისვრის მეტოქეები ცდილობენ, რომ მარჯვენა ხელით კონტრდარტყმა განახორციელონ და როდესაც მეტოქე ამას აკეთებს მისი ტანის არეალი, განსაკუთრებით კი ღვიძლის არეალი, დაუცველი რჩება. ამას დამატებული ისიც, რომ როდესაც მარჯვენა ხელით მეტოქე კონტრშეტევას ცდილობს და მეტოქისკენ მიიწევს, რეალურად ფეხს თავადვე ეჯახება, რაც დარტყმას ორჯერ უფრო მტკივნეულს ხდის.

კრივის ყვინთვები ილიასაც ახასიათებს და ამის გამოყენებას მაქსი აუცილებლად შეეცდება, თუმცა, ვფიქრობ, ილია ამისთვის მზად იქნება, რადგან ილიაცა და ალექსანდრეც (მისი ძმა) ძალიან მაღალი საბრძოლო IQ-ს მქონე მებრძოლები არიან. გამორიცხულია ეს ყველაფერი მათი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო.
ფეხში დარტყმები: კატართან და გეიჯისთან ბრძოლის დროს მაქსი აქტიურად იყენებდა ლოუ ქიქებსაც. ეს ფეხში დარტყმები შეუმჩნეველია, რადგან იგი ამ დარტყმებს დიდი ამპლიტუდით არ იქნევს, მაგრამ, რეალურად, ეს ქიქები ყურადღების გადამტანია და რაც არ უნდა მსუბუქად იქნევდეს ამ ფეხს მაქსი, 5 რაუნდის განმავლობაში ფეხში დარტყმები ზიანს მაინც მოგაყენებს.
ფუთვორქი: მაქსს ოქტაგონში მოძრაობა ძალიან მაგრად გამოსდის, ამ კომპონენტში ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ჰოლოუეი კუთხეებს იდეალურად ჭრის, თუმცა არის მომენტები, როდესაც მას ზიანი ადგება და წამიერად კოორდინაციას კარგავს. მაგალითად, დასტინ პორიესთან მეორე ბრძოლაში, მან არაერთი მარჯვენა
გაატარა, რის შემდეგაც დასტინმა გალიასთან მიიწყვდია და რამდენიმე ქაოსური და ძლიერი დარტყმაც მიაყენა.

დასტინმა მაქსი ვერ გათიშა სწორედ ამ ქაოსური კომბინაციების გამო ვერ გათიშა, მაგრამ ილიას ქაოსური კომბინაციები არ ახასიათებს, როგორც წესი, ამ ფაზაში თოფურია ლეტალურია ხოლმე. ასევე, მაქსის ბრძოლაში კორეელ ზომბისთან, მეორე რაუნდის დასაწყისში ზომბი აგრესიულად დაიძრა მაქსისკენ, ამ დროს მაქსი უკან იხევდა გალიისკენ რამდენიმე დარტყმას იღებდა და მერე გადიოდა გალიიდან. მისი ბლოკი არის ხოლმე ყბასთან ძალიან მაღლა დაჭერილი მარცხენა ხელი, რათა ყბა დაიცვას, თუმცა ამის გამო ტანს ხშირად ცარიელს ტოვებს. ტანზე კი ჯერ მისთვის არავის შეუტევია.
მოკრივის განიერი დგომი მაქსისგან: როგორც წესი, დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც, მაქსი მისთვის დამახასიათებელ მოკრივის განიერ დგომს გამოიყენებს. მსგავსი განიერი დგომი მას ბალანსის შენარჩუნებასა და ოქტაგონზე კუთხეების მოჭრაში ეხმარება, მაგრამ არის ერთი დიდი მინუსი. ჯასტინ გეიჯიმაც და ალექსანდერ ვოლკანოვსკიმაც მაქსს ფეხი ძალიან დაუზიანეს. განიერი დგომი და წინ წამოწეული ფეხი მეტოქისთვის იოლი სამიზნე ხდება. ილია არ არის ქიქერი, თუმცა ვიცით, რომ მის არსენალში არის ძალიან ძლიერი calf kick (წვივში დარტყმა), რომლითაც რამდენიმე მეტოქე საკმაოდ დააზიანა. არ ვიცი ილია ამაზე აქცენტს რამდენად გააკეთებს, მაგრამ მაქსის დგომის დასარღვევად ეს დარტყმები კარგი საშუალება იქნებოდა. თუ მაქსს ფეხი დაზიანებული ექნება ის კუთხეებს ეფექტურად ვეღარ მოჭრის, რაც მის გალიასთან გამოჭერის შანსს გაზრდის.
გდებისგან თავდაცვა: თავისი საბრძოლო კარიერის განმავლობაში მაქქს გდებისგან თავდაცვის 84%-იანი მაჩვენებელი აქვს. ამას ემატება ისიც, რომ მისი პარტერში გაჩერება ძალიან რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ილიას მიწაზე ძალიან დიდი უპირატესობა ექნება.
მაქსის ჯები: მაქსისთვის ჯებს დადებითი შედეგებიც მოაქვს და უარყოფითიც. ჯებით ის მეტოქეების დისტანციაზე დატოვებას ახერხებს, მაგრამ ილიას საფირმო მოძრაობა სწორედ მეტოქის ჯებზეა აწყობილი. როდესაც ილიას ჯებით უტევენ, ის შეტევაზე მარჯვენა ქროსისა და ოვერჰენდის ნაზავით გადადის, რომელიც ტრაექტორიით ზუსტად ამ ჯების ზემოდან გადადის, დანიშნულების ადგილად კი მეტოქის ყბა აქვს მონიშნული. ასე რომ, ჯების გამოყენებისას მაქსს სიფრთხილე მართებს.
რას უნდა ველოდოთ ბრძოლაში? - რა შანსი აქვს მაქსს ილიასთან?
ვფიქრობ, რომ თავიდან ილია ძალებს დგომში მოსინჯავს. შეეცდება, რომ დისტანცია ნელ-ნელა ჩახუროს, მეტოქე გალიასთან მიიმწყვდიოს და ბრძოლები ისე დაამთავროს, როგორც სჩვევია. თუმცა, ეს უკვე ილიას საფირმო მოძრაობაა და, ვფიქრობ, ამისთვის მაქსს რამე ექნება მოფიქრებული. ილიას წინააღმდეგ ჯაი ჰერბერტმა მუხლები კარგად გამოიყენა. ვფიქრობ, მაქსიც რაიმე მსგავს შეეცდება. ჰოლოუეი ეცდება მუხლებით, ტრიალში დარტყმებითა და მსგავსი ძლიერი შემხვედრი დარტყმებით შეეგებოს ილიას ფეთქებად კომბინაციებს, იმის ნაცვლად, რომ უკან დაიხიოს, სადაც ილიას მეტოქეებისთვის საქმე ცუდად წავიდა. მაქსი კორეელ ზომბისაც იდეალური მარჯვენა დარტყმით შეხვდა.
რას უნდა ველოდოთ ბრძოლაში? - რა შანსი აქვს მაქსს ილიასთან?
ვფიქრობ, რომ თავიდან ილია ძალებს დგომში მოსინჯავს. შეეცდება, რომ დისტანცია ნელ-ნელა ჩახუროს, მეტოქე გალიასთან მიიმწყვდიოს და ბრძოლები ისე დაამთავროს, როგორც სჩვევია. თუმცა, ეს უკვე ილიას საფირმო მოძრაობაა და, ვფიქრობ, ამისთვის მაქსს რამე ექნება მოფიქრებული. ილიას წინააღმდეგ ჯაი ჰერბერტმა მუხლები კარგად გამოიყენა. ვფიქრობ, მაქსიც რაიმე მსგავს შეეცდება. ჰოლოუეი ეცდება მუხლებით, ტრიალში დარტყმებითა და მსგავსი ძლიერი შემხვედრი დარტყმებით შეეგებოს ილიას ფეთქებად კომბინაციებს, იმის ნაცვლად, რომ უკან დაიხიოს, სადაც ილიას მეტოქეებისთვის საქმე ცუდად წავიდა. მაქსი კორეელ ზომბისაც იდეალური მარჯვენა დარტყმით შეხვდა.

მაშინ, როდესაც მეტოქე აგრესიულია, ამ ბიჭს შემხვედრი დარტყმის განხორციელება აშკარად შეუძლია, თუმცა ზომბისა და ილიას შორის განსხვავება ცა და დედამიწაა. ამდენად გახსნილი ილია არცერთ ბრძოლაში არ იქნება. რაც, ილიაში ყოველთვის მომწონდა არის ის, რომ განვითარებას არ წყვეტს. ჰერბერტთან ბრძოლის შემდგომ ილიამ საგრძნობლად შეამცირა ყვინთვების ამპლიტუდა, რაც მის მეტოქეებს აღარ აძლევს შანსს, რომ დარტყმებზე ფეხით დაიჭირონ, როგორც ეს ერთადერთხელ ინგლისელმა მოახერხა. ერთადერთი ფაქტორი, რაც ვფიქრობ, რომ გასათვალისწინებელი იქნება არის ტანში დარტყმები. მაქსმა არნოლდ ალენთან ფეხის შემხვედრი დარტყმები, round house kick-ები, სტრატეგიას იდეალურად მოარგო მეტოქე დაღალა.
მიუხედავად იმისა, რომ მაქსი ელიტარული მებრძლია მისკენ მაინც ვერ ვიხრები - მარტივი მიზეზის გამო. ჰოლოუეი დარტყმებს ყოველთვის ატარებდა დარტყმებს, ილია კი გასაღებს ყველა მეტოქეს უძებნის, როდესაც ეს ხდება მისი მეტოქეები ძირს უგონოდ ეცემიან. ამას დამატებული ჭიდაობაც. ყველაზე ცუდ სცენარში - თუ მაქსი ილიას დგომში აჯობებს - თოფურიას ნებისმიერ დროს შეუძლია ბრძოლა მიწაზე გადაიყვანოს, ჰოლოუეი აკონტროლოს ფინიში იქ იპოვნოს.

ვფიქრობ, თუ ილია ჭიდაობას თავიდანვე გამოიყენებს, მაქსს ბევრად მეტ საფიქრალს გაუჩენს. შედეგად, ქართველს დგომშიც ბევრად მეტი გასაქანი ექნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ილიას ხასიათისა და ამბიციების გამო, მაქსის განადგურებას დგომში შეეცდება - რათა დაამტკიცოს, რომ იგი საუკეთესო მოკრივე და მებრძოლია. 5-რაუნდიან ბრძოლებში ილიამ დაზვერვა დაიწყო, ანუ პირველ რაუნდში აქტიურ შეტევაზე არ გადადის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ნაადრევი გამარჯვების მოპოვებას ილია მეორე ან მესამე რაუნდში შეძლებს.
ავტორი: საბა სოზაშვილი
ავტორი: საბა სოზაშვილი















