ჩარლზ ოლივეირა VS. მაიკლ ჩენდლერი 2
ხალხის მთავარი ბრძოლა? ასეთ მაგარ ორთაბრძოლას, შესაძლოა, მაყურებელთა უმეტესობა ყველაზე მეტად ელოდებოდეს. ორ ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი ოქტაგონს UFC 309-ის co-main event-ზე გაიზიარებს ჩარლზი და მაიკლი ერთმანეთს აქამდე უკვე შეხვედრილან. იმ მომენტისთვის ჩარლზ ოლივეირა მოგებების უდიდეს სერიაზე იყო, ჩენდლერი კი UFC-ში დიდი ამბიციებით მოვიდა. UFC-ში Bellator-ის ჩემპიონის სტატუსით მოსულმა ჩენდლერმა სადებიუტო ბრძოლაში დენ ჰუკერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და დივიზიონის TOP 5-ში ადგილი შთამბეჭდავ სტილში მოიპოვა. ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ ხაბიბმა Lightweight-ის ქამარი ვაკანტური გახადა, დასტინ პორიე კონორ მაკგრეგორთან ბრძოლებითა და ფულის შოვნით იყო დაკავებული. ყველაფერი ისე გადანაწილდა, რომ ჩარლზ ოლივეირასა და მაიკლ ჩენდლერს ვაკანტური ტიტულისთვის უნდა ებრძოლათ. მომავალ ბრძოლაზე სასაუბროთ ამ დაპირისპირების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.
UFC 262-ის მეინ ივენთის პირველი რაუნდი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ორივე მებრძოლს ჰქონდა თავისი მომენტი. ოლივეირამ ჩენდლერის განიერი დგომი გამოიყენა და წინა ფეხზე წარმატებული შეტევები განახორციელა, ხელით მძიმე დარტყმები გაატარა, „აირონ მაიკი" მიწაზე გადაიყვანა და ძალიან ლამაზად აუღო ზურგი, თუმცა უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ზურგის მარტივად დათმობა ჩენდლერის უდიდესი მინუსია. პარტერში ოლივეირამ ხელის მტკივნეულზე გადასვლა სცადა, რაც, ისეთ ფეთქებად მებრძოლთან როგორიც ჩენდლერია, დიდი შეცდომა იყო. ჩენდლერისნაირი ფეთქებადი მებრძოლი მისივე ფეთქებადობამ უნდა დაღალოს. მასთან წარმატების მისაღწევად საჭიროა მისი ხანგრძლივი პერიოდით დაფიქსირება, მისმა მოწინააღმდეგემ მხოლოდ ამის შემდეგ გაიუმჯობესო პოზიცია. ხელის მტკივნეული ილეთის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრძოლა დგომში დაბრუნდა - აქედან დაიწყო ჩენდლერის დიდებული წამები.

მაიკი ჩარლზს დგომში რამდენიმე მძიმე დარტყმით მიწვდა, ბრაზილიელი ნოკდაუნშიც გაუშვა და ზიანის მიყენება მიწაზე გააგრძელა. ჩენდლერი ოლის გარდში აღმოჩნდა, თუმცა ეს ეპიზოდი მაინც ჩენდლერის უპირატესობით წარიმართა. გარდი თამაშში ოლივეირას ნოკდაუნმა შემოიტანა. ზიანის გამო „დუ ბრონქსმა" საკუთარი იარაღით, ანუ გარდიდან აგრესიული მცდელობებით, საფრთხე ვერ შექმნა, რაც ჩვეულებისამებრ ყველასთან გამოსდის ხოლმე. ფაქტია, რომ პირველ რაუნდში ჩენდლერმა ოლივეირა თითქმის დააფინიშა და კუთხეში ის უდიდესი ზიანით გაუშვა.
მეორე რაუნდის საწყისი წამები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩენდლერს სუსტი ხასიათითა და დანებებებით ცნობილი შოკირებული ოლივეირას მალევე დანგრევა სურდა. არადა, ჩენდლერის პირისპირ ჩარლზ ოლივეირას სრულად ახალი ვერსია იდგა - ჩარლზი, რომელიც დანებებაზე არცერთ ვითარებაში აღარ ფიქრობდა. მისთვის შეტევაზე უმალ გადასვლა და ჩენდლერის პატივისცემის მოპოვება აუცილებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლის მოსაგებად საჭირო მომენტუმს უკვე მაიკი მიიღებდა. მეორე რაუნდი ყოფილმა Bellator-ელმა ტანში ძლიერი ქროსით გახსნა, თუმცა სანამ ხელი სახესთან დააბრუნა ოლივეირამ პასუხი უზუსტესი, წერტილოვანი მარცხენა ჰუკით დააბრუნა. UFC 262-ის მთავარი ბრძოლის ეს მომენტი ჩენდლერის დასასრულის დასაწყისია. „დუ ბრონქსმა" სისხლის სუნი იგრძნო და ჩენდლერს ქამარი, ფაქტობრივად, წელიდან მოხსნა.

ვინ მოიგებს UFC 309-ზე?
პროგნოზის გასაკეთებლად რამდენიმე ფაქტორია გასანაალიზებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა, რასაც ყურადღებას არავინ აქცევს არის ის, რომ ძალიან დიდი ხნის განმალობაში მაიკლ ჩენდლერი კონორ მაკგრეგორისთვის ემზადებოდა. მისი სრული კემპი იყო მიმართული იმისკენ, რომ ეცემა ცაცია ქიქბოქსერი, რომელიც წესით ჭიდაობაში უნდა დაეჯაბნა. ახლა კი ხვდება ორთოდოქსი მდგომის მუაი ტაის ოსტატს, რომელსაც მომაკვდინებელი გარდი აქვს. არმან ცარუკიანს, მებრძოლს, რომელსაც მტკივნეულ მახრჩობელას მხრივ პარტერში არც ისლამ მახაჩევისგან და არც მატეუშ გამროტისგან საფრთხე ჯერ არ დამუქრებია, ოლივეირას წინააღმდეგ საბმიშენის რისკის წინაშე სამჯერ დადგა.

კი, ამ ბრძოლაში ოლივეირა დამარცხდა, მაგრამ უმაღლესი დონე მაინც აჩვენა. ცარუკიანი ფიზიკურად დიდი და ძლიერი მოჭიდავეა, რომელსაც დგომში ფეთქებადი ძლიერი დარტყმები აქვს. ერთი სიტყვით, თუ გაბარიტებს გვერდზე გადავდებთ, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ცარუკიანი და ჩენდლერი ერთმანეთს ძალიან გვნანან. თუმცა, არის მეორე ფაქტორი. ოლივეირას ჯიუ-ჯიცუსგან ნამდვილად ძალიან შორს ვარ, მაგრამ პარტერში მუშაობა მეც მიყვარს. თუ დარბაზში ნებისმიერ ჯიცერს ჰკითხავთ იმას, თუ როგორი მებრძოლის დაფინიშება უჭირთ, გეტყვიან, რომ ფიზიკურად დაბალი, ძლიერი და ფეთქებადი მებრძოლი ამ მხრივ ყველაზე უხერხული მეტოქეა. თუმცა, ჩენდლერი ბრძოლებში ერთ ფატალურ შეცდომას გამუდმებით უშვებს. იგი მიწაზე ზურგს ყოველთვის თმობს, აქედან ოლივეირა კი ლეტალურია. თუ ოლივეირა ზურგს აიღებს, ვფიქრობ, პირველ ბრძოლაში დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს.
საინტერესოა როგორი იქნება ჩენდლერის საბრძოლო გეგმა. თუ ჩენდლერი სიმშვიდეს შეინარჩუნებს ბრძოლის მოგების საკმაოდ კარგი შანსი ექნება, თუმცა მაიკი, აშკარად, ძალიან ემოციური ადამიანია, ბრძოლის დროს ადრენალინის ხარჯზე ემოციის კონტროლი უბრალოდ არ გამოსდის. ჩენდლერმა დასტინ პორიესთან ბრძოლა ისე დაიწყო, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა - ეს ბრძოლა მაიკის დომინაციით, პორიეს განადგურებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კულმინაციურ მომენტში ირაციონალური, გაუაზრებელი მოქმედებებით ჩენდლერმა ინიციატივა დათმო, საბოლოოდ, დასტინის ზურგიდან მახრჩობელა ილეთს დანებდა. Who ain't got no Jiu-Jitsu-ო გვითხრა ამ ფინიშის შემდეგ პორიემ, და ასეც არის - დასტინს მიწაზე არც თუ ცუდი უნარები აქვს, თუმცა ჯიუ-ჯიცუ და პარტერი ჩარლზ ოლივეირას სამფლობელოა. ამ ფაზაში პორიესა და ჩარლზის დონეებს შორის სხვაობა კოლოსალურია.

ზოგადად, ოლივეირას 5-რაუნდიანი პერფორმანსი ვერ წარმომიდგენია, მისი ბრძოლის ხილვისას მოლოდინი გაქვს, რომ დაპირისპირება ნაადრევად ან მის სასარგებლოდ დასრულდება, ან მის საწინააღმდეგოდ. მსგავსი მოლოდინი განსაკუთრებულად მძაფრდება იმ შემთხვევაში, როდესაც მის პირისპირ მაიკლ ჩენდლერი უნდა იდგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ თუ ჩენდლერმა ემოციების მოთოკვა ვერ ისწავლა, კარიერის ამ ეტაპზე მენტალური კუთხით ასეთ რადიკალურ ცვლილებას აღარ უნდა ველოდოთ. ყველაფერს კიდევ ერთი გარემოება ემატება - ოლივეირამ მახაჩევთან მარცხის შემდგომ მასა მოიმატა, უფრო ძლიერი ჩანს, დარიუში პირველსავე რაუნდში დაანოკაუტა და ცარუკიანთანაც საკმაოდ კარგად იჩხუბა. ასე რომ, მე მაინც ოლივეირასკენ ვიხრები. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც საქმე ოლივეირას ეხება, მე ძალიან სუბიექტური ვარ.
ბო ნიკალი VS. პოლ კრეიგი
ეს არის ბრძოლა, რომელშიც არავინ იცის რა მოხდება. მაგრამ ახლა ნელ-ნელა შევეცდები ბრძოლის განვითარების სხვადასხვა შესაძლო ვარიაციები განვიხილო. ბო ნიკალი უმაგრესი მოჭიდავეა. ძირითადად მისი ჭიდაობა დგომიდან პარტერში გადაყვანას გულისხმობს, მაგრამ რამდენად კარგია პარტერში? პოლ კრეიგის წაქცევა და მისი იქ დამარცხება მარტივი საქმე არ არის. ბო ნიკალი UFC-ში მაინც გამოუცდელია. ორგანიზაციაში მხოლოდ 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული (+ 2 ბრძოლა Dana White's Contenders Series-ზე). ზედიზედ 4 ბრძოლაში მან პირველი რაუნდის ფინიშები აიღო, თანაც არც ისე მარტივ მეტოქეებთან. უკანასკნელი დაპირისპირებაში კოდი ბრანდიჯმა მისი გდებებისგან თავი ცოტა ხნით დაიცვა, თუმცა, საბოლოოდ, ბომ მეორე რაუნდში მაინც მოახერხა მახრჩობელათი მოგება. სანამ პოლ კრეიგს ბოლო პერიოდში ზედიზედ რამდენიმე ბრძოლის წაგების გამო ჩამოწერთ, რაღაცებს შეგახსენებთ.

კრეიგია ის ადამიანი, რომელმაც მაგომედ ანკალაევს კარიერაში ერთადერთი მარცხი აგემა, მებრძოლს რომელიც წესით და რიგით მომდევნო ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს. ასევე, კრეიგმა დაამარცხა ჯამაალ ჰილი. პერეირასთან ბრძოლამდე ჰილისთვისაც ეს ერთადერთი მარცხი იყო. შესაბამისად, სამკუთხედით მოგება კრეიგს ნებისმიერთან, ნებისმიერ დროს შეუძლია. ნიკალი VS. კრეიგი სტილისტურადაც საინტერესოა. მოჭიდავისა და გრეპლერის დაპირისპირება, როგორც წესი, დგომში მიმდინარეობს ხოლმე. ბო ნიკალს საკმაოდ მძიმე და კარგი ხელები აქვს, პოლ კრეიგის დგომი კი პირდაპირი გაგებით საშინელია. შოტლანდიელი ძალიან ბევრ დარტყმას იღებს და აშკარად მარტივად დაზიანებადიცაა. მგონია, რომ ამ ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებამდე არ მივა. ბო ნიკალის ნოკაუტიც იკითხება, მაგრამ პარტერში კრეიგი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ არ გამოვრცხავ დანოკდაუნებულმა კრეიგმა პარტერში გამოიჭიროს ბო. უპირატესობას უფრო მეტად ნიკალს მივანიჭებ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში მესამე რაუნდს ვერ ვიხილავთ!

მაურისიო რუფი VS. ჯეიმს ლონტოპი
მაურისიო რუფი - ეს სახელი კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ვფიქრობ, რომ Lightweight-ში იგი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი იქნება. მისი მეტოქე 25 წლის პერუელი იქნება, რომელსაც UFC-ში 0:2-ზე აქვს რეკორდი. რუფის დიდ უპირატესობა, რაც თითოეულ მეტოქესთან აქვს, არის მისი არანორმალურად გრძელი ხელები. მისი წვდომი 191 სანტიმეტრია, სიმაღლეში კი მხოლოდ 180 სანტიმეტრისაა. არც მისი მეტოქეა დაბალი, თუმცა წვდომში მაინც საგრძნობი სხვაობაა.

The Fighting Nerds-ის გუნდის წევრმა UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელი ჯეიმი მალარკი უბრალოდ დაშალა და გაანადგურა. ბრაზილიელმა სწორედ ამით დამამახსოვრა თავი. კარიერაში რუფის 10 მოგება აქვს - 10-ვე ნოკაუტით. ეს მის რეკორდს განსაკუთრებულს ხდის. ვფიქრობ, ჯეიმსი შეეცდება, რომ ბრძოლა მიწაზე წაიყვანოს, მაშინ როდესაც რუფი წნეხს გააძლიერებს და დგომში პერუელის დაშლას შეეცდება. არ მგონია, რომ პერუელი მოახერხებს რუფისთან სწორი გეგმით გამოსვლას და ჭიდაობის ისე გაძლიერებას, რომ რუფი „ათრიოს“, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დგომში რუფი ლონტოპს ნელ-ნელა დააზიანებს და საბოლოოდ ნოკაუტით მოიგებს.
ბრძოლები რომელებიც არ უნდა გამოტოვო - ლეგენდები და სანახაობირივი ორთაბრძოლები
ეს ნაწილი მათთვისაა, ვისაც კარგი ბრძოლების ნახვა სურს, რადგან აქ ვისაუბრებ მათზე, ვისზეც დარწმუნებული ვარ, რომ უმაგრეს ბრძოლებს აჩვენებენ, თუმცა გამარჯვებულის დასახელებისგან თავს შევიკავებდი.
ჯონათან მარტინესი Vs მარკუს მაკგი
მარტინესსა და მაკგის ბრძოლა ზუსტად ასეთია. მარტინესმა მოგებების სერია, ჩვენდა სამწუხაროდ, 2021 წელს ზვიად ლაზიშვილის დამარცხებით დაიწყო და ზედიზედ 6 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. შემდგომ რიოში ჟოზე ალდო დახვდა, რომელმაც უმაგრესი შოუ და ბრძოლა შესთავაზა და 6 მოგებიანი სერია გაუჩერა მარტინესს. თუმცა, ამ გზაზე მარტინესმა არც მეტი არც ნაკლები, ალეხანდრო პერესი, კაბ სუონსონი, საიდ ნურმაგამედოვი და ადრიან იანესი დაამარცხა, რაც ძალიან მდიდარ რეზიუმეს ადგენს. ჯონათანი ძალიან მაგარი სტრაიკერია, თუმცა მისი მეტოქეც მაგარი ბიჭია.

მარკუს მაკგის UFC-ში 3 მოგება აქვს და სამივეგან ფინიშისა და ბონუსის მოპოვება მოახერხა. კარიერული ერთადერთი მარცხი 2022 წელს LFA-ში ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის წინააღმდეგ განიცადა და მას შემდეგ მარცხი არ ჰქონია. დგომში ბრძოლა ორივეს უყვარს, მაკგის აშკარად ბევრად ძლიერი დარტყმები აქვს, თუმცა მარტინესი სისწრაფეშია უკეთესი. Tapology-ს 2,500+ ექსპერტის მიერ მიცემული ხმებითაც შანსები 54-46%-ზეა გადანაწილებული მარტინესის სასარგებლოდ, რაც საკმაოდ ახლო და თანაბარი მაჩვენებელია. ძალიან მიჭირს ვინმესკენ გადახრა ამ ბრძოლაში, მაგრამ მარტინესი ისეთი გამოცდილია, რომ მაინც გამოცდილებისკენ გადავიხრები, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ნამდვილად MMA-ის ჰარდქორ მაყურებელი იქნება და სავარაუდოდ ეს ჩხუბი საღამოს ბონუსსაც მოიპოვებს.
ჯიმ მილერი VS. დემიონ ჯექსონი
ჯიმ მილერი VS. დემიონ ჯექსონი
ასეთივე ბრძოლაა ჯიმ მილერისა და დეიმონ ჯექსონის დაპირისპირება. ორივე ძალიან კარგია მიწაზე და დგომში უხეშ გაცვლებს არავინ ერიდება.
მილერი UFC-ის ყველაზე დამსახურებული ვეტერანია, მაგრამ გამარჯვებების მოპოვებას ისევ ახერხებს. არც დეიმონ ჯექსონია ახალი სისხლი. რატომღაც, მაინც ვფიქრობ, რომ ჯექსონმა უნდა მოიგოს, მაგრამ ამ ბრძოლისთვის უბრალოდ კომფორტულად მოვკალათდები და დავტკბები ორი ძალიან გამოცდილი მებრძოლის მიერ შემოთავაზებული სანახაობით, რადგან მგონია, რომ ძალიან მაგარი ბრძოლა გამოვა.