ემოციურმა ფონმაც გადაიარა და შეგვიძლია საღ აზრზე გავაანალიზოთ სრული ქარდი, სადაც ქართული MMA-ის ისტორიაში მორიგი გვერდი ჩაიწერა და მერაბ დვალიშვილმა პირველი სატიტულო დაცვა შემოგვთავაზა ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც დაუმარცხებელი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი გახლდათ. უმარს მარცხი არ ჰქონია და მერაბმა პირველი მარცხი აწვნია მას პროფესიონალურ კარიერაში. ამ ბრძოლის სრული ანალიზი გავაკეთეთ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მაგრამ უნდა აღინიშნოს ერთ ფაქტი. რა უნდა იყოს მერაბ დვალიშვილისთვის შემდეგი? - მერაბმა დივიზიონი სრულად გაასუფთავა და თუ გადავხედავთ TOP 15-ს ამაში დავრწმუნდებით. ყველაზე ახლოს სატიტულო ჯახთან შონ ო’მალი და პიოტრ იანი არიან, მაგრამ მერაბმა ამ ორ მებრძოლსაც გადაუარა და რემატჩისთვის კითხვის ნიშნებიც კი არ დაუტოვებია. შესაბამისად, ვფიქრობ მერაბი ახლა ცოტა დიდხნიან პაუზას აიღებს, დაისვენებს და დაელოდება იმას თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ დივიზიონში. მერაბი თავმდაბალი კაცია და კითხვას არის თუ არა ის Bantamweight-ის ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონი, უპასუხა - ყველა დროის საუკეთესო ალჯამეინ სტერლინგია და დომინიკ კრუზიც არ უნდა დაგვავიწყდესო. ჩემი აზრით, კი მერაბი უკვე თუ არა ძალიან მალე იქნება ამ წონის GOAT.
ამავე ქარდზე ისლამ მახაჩევმა დაიცვა ქამარი - ძალზედ მარტივად. პირველივე რაუნდში გადაუარა რენატო მოიკანოს და მისი საყვარელი ილეთით - D'Arce-ით დაახრჩო ბრაზილიელი. ისლამმა ქამარი კვლავ დაიცვა და Lightweight-ის GOAT-ის სტატუსს ისიც უახლოვდება. მეტიც, დანა უაითმა იგი უკვე დაასახელა ამ წონის ყველა დროის საუკეთესოდ და ასევე P4P #1 მებრძოლად, რაც იმას ნიშნავს, რომ დანა უაითისთვის მახაჩევი ახლა ჯონ ჯონსზე წინაც არის. თუმცა, მახაჩევს გამართლებასთან ერთად უიღბლობაც თან სდევს. დაღესტნელმა ქამარი ჩარლზ ოლივეირას წაართვა, მაგრამ რემატჩიდან ოლი ამოვარდა. მოკლე ვადაზე ბრძოლა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ აუღო, რომლის დამარცხება გულშემატკივართა უმეტესობამ მახაჩევს აქტივში არ ჩაუწერა. ასევე, მანამდეც ვოლკმა ძალიან ახლო ბრძოლა დადო მახაჩევის წინააღმდეგ. Featherweight-ის ჩემპიონის წინააღმდეგ არც ეს მოგება ჩაუთვლია ბევრს ლეგიტიმურად. დაგეგმილი ბრძოლა ამჯერადაც ისლამ მახაჩევისგან დამოუკიდებლად ჩაიშალა. ცარუკიანმა ტრავმა მიიღო. ხაბიბის პროტეჟეს ქამრის დაცვა მოკლე ვადაზე დივიზიონის რეიტინგის მე-10 ნომერთან მოუწია. აქ მახაჩევი არაფერ შუაშია, იგი ბრძოლებს ნამდვილად არ გაურბის და TOP კონტენდერებს უპირისპირდება, მაგრამ რა უნდა იყოს მისთვის შემდეგი? - პორიე მან უკვე დაამარცხა, ჯასტინ გეიჯისა და დენ ჰუკერს შორის გამარჯვებულიც არ გვაძლევს იმ შეგრძნებას, რომ მახაჩევს რთული გამოცდა ელის.

არმან ცარუკიანზე დანა უაითი აშკარად გაბრაზებულია. მას ბოლომდე არ სჯერა, რომ ცარუკიანს ისეთი ტრავმა ჰქონდა, რომელიც მას ჩხუბში ხელს შეუშლიდა.
დანამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არმანს ამ ბრძლის დამსახურება თავიდან მოუწევს. კონტენდერი კვლავ ოლივეირა რჩება, რომელმაც ცარუკიანთან წააგო, თუმცა შემდეგ მაიკლ ჩენდლერი დომინანტურ სტილში დაამარცხა. ჩენდლერთან მოგებით ქამარზე გასვლა ცოტა რთული საქმეა. მატეუშ გამროტი საინტერესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ დენ ჰუკერთან დამარცხდა, ამით პოლონელი ტიტულს საკმაოდ დაშორდა. ილია თოფურია ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდანტია, მაგრამ მახაჩევს არ უნდა კვლავ Featherweight-თან დაიცვას ქამარი, რადგან ფიქრობს, რომ ეს მის „მემკვიდრეობას“ არაფერს მატებს. მახაჩევის სურვილი Welterweight-ში, ან თუნდაც Middleweight-ში ბრძოლაა. მან აღნიშნა, რომ დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლის შანსს ის აუცილებლად გამოიყენებს.
ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ახლა ბელალ მუჰამედია, რომელთანაც ისლამის ბრძოლა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ბელალი და მახაჩევი გუნდელები და მეგობრები არიან. მოკლედ, მახაჩევის მომავალიც ბუნდოვანია, მაგრამ ვნახოთ რა იქნება - ჩარლზ ოლივეირასთან რემატჩი, ილია თოფურიასთან სუპერ ბრძოლა თუ ორმაგ ჩემპიონობაზე გასვლა?

რეინერ დე რიდერმა კევინ ჰოლანდი დაამარცხა და ამის შემდგომ TOP 15-თან ბრძოლას მოითხოვს. დე რიდერი One Championship-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ მე იგი ძალიან არ მომწონს. როგორი კარგიც არ უნდა იყოს მიწაზე, დგომში ის საშინლად ცუდია. ნიდერლანდელი მიწაზეც არაა ეგეთი მაგარი ბიჭი. ვისურვებდი, რომ მას რომან დოლიძესთან ებრძოლა, მაგრამ რამდენად კარგი ვარიანტია რომანისთვის TOP 15-ს მიღმა მყოფი მებრძოლი, არ ვიცი. ვნახოთ რა იქნება, თავად დოლიძემ იგი უკვე გამოიწვია დიდი ხნის წინ - უარზე, ალბათ, არც ახლა იქნება.

გრანტ დოუსონმა დაამარცხა დიეგო ფერეირა და დროა იგი მსუბუქი წონის TOP 15-ში ვიხილოთ. ბევრს შეიძლება გაეცინოს მისი სტრაიკინგის ცუდი შესაძლებლობების მიუხედავად რამხელა მოლოდინებს ვამყარებ მასზე, მაგრამ, მგონია, რომ ცოტა კიდევ რომ დაიხვეწოს ისლამ მახაჩევთანაც სიამოვნებით ვნახავდი მის ჭიდაობას. არ ვამბობ, რომ გრანტი ისლამს მოუგებს, უბრალოდ დოუსონს აქვს პერსპექტივა, რომ კარგი მატჩი გაუმართოს ჩემპიონს და ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მას. დოუსონმა ოლიმპიურ მედალოსან მარკ მადსენს შანსი არ დაუტოვა - დაახრჩო, დამირ ისმაგულოვი უბრალოდ გააქრო, დიეგო ფერეირაც დაჩაგრა მიწაზე და მხოლოდ ერთი წაგება აქვს - ბობი გრინთან, სადაც ბობის რაუნდის დასაწყისშივე სანოკაუტე დარტყმა „გაუვარდა."

ჟირი პროჰასკა - ჯამალ ჰილი
UFC 311-ზე ჟირი პროჰასკამ ჯამალ ჰილი დაამარცხა, თან ძალიან კარგ სტილში - ნოკაუტით. მაგრამ ორი მარცხის შემდეგ რამდენად მისცემენ მას მესამე ბრძოლას ალექსსთან - არ ვიცი. თუ მაგომედ ანკალაევმა დაამარცხა ალექს პერეირა - პროჰასკასა და ანკალაევის ბრძოლა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება ჩეხს, სავარაუდოდ, მორიგი ბრძოლის ჩატარება მოუწევს. ჯამალ ჰილი სატიტული რბოლიდან საბოლოოდ ამოვარდა და თუ სადმე ვინმეს არ ჩაანაცვლებს, იქამდე სატიტულო სურათში მას ვერ ვხედავ, რაც დასანანია, რადგან პროჰასკასთან იგი ცუდად არ გამოიყურებოდა.

იან ბლაჰოვიჩის უკანასკნელი ბრძოლა პერეირასთან მარცხია. ჩემი აზრით, იმ ბრძოლაში პოლონელისთვის გამარჯვების მიცემა მიცემა შეიძლებოდა. შესაბამისად, დიდი ევროპული ჯახის ხილვას არ გამოვრიცხავ, სადაც იანის დიდი დაბრუნება შედგება პროჰასკას წინააღმდეგ. კარლოს ულბერგიც კარგად მიიწევს ზევით და შეიძლება ამ ორი დიდი ბიჭის დაპირისპირებაც ვიხილოთ.
ჟაილტონ ალმეიდა - სერგეი სპივაკი
ალმეიდა უკვე მე-6 ადგილზეა და მომავალში TOP 5-ს შეუტევს. სერგეი სპივაკთან კარგი მოგების შემდგომ მას მეტოქე TOP 5-დან სჭირდება. არ მგონია ეს ალექსანდრ ვოლკოვი იყოს, რადგან განთან უკანასკნელ მარცხი დანამ წაგებაში არ ჩაუთვალა და რუსს შეჰპირდა, რომ ისე მოგექცევი როგორც ამ ბრძოლაში გამარჯვებულსო. ასე რომ, სირილ განთან დაპირისპირებასაც არ გამოვრიცხავ, სადაც ალმეიდა შეეცდება, რომ TOP 2 პოზიცია აიღოს. ერთი სიტყვით ალმეიდას სატიტულო ორთაბრძოლას მხოლოდ ერთი მოგება აშორებს და ძალიან საინტერესო და სახიფათო კონტენდერიცაა. სპივაკს კი სავარაუდოდ TOP 10-დან მოუწევს ვინმესთან მისი პოზიციის #7 ადგილის დაცვა.

რეინერ დე რიდერი - კევინ ჰოლანდი
რეინერ დე რიდერმა კევინ ჰოლანდი დაამარცხა და ამის შემდგომ TOP 15-თან ბრძოლას მოითხოვს. დე რიდერი One Championship-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ მე იგი ძალიან არ მომწონს. როგორი კარგიც არ უნდა იყოს მიწაზე, დგომში ის საშინლად ცუდია. ნიდერლანდელი მიწაზეც არაა ეგეთი მაგარი ბიჭი. ვისურვებდი, რომ მას რომან დოლიძესთან ებრძოლა, მაგრამ რამდენად კარგი ვარიანტია რომანისთვის TOP 15-ს მიღმა მყოფი მებრძოლი, არ ვიცი. ვნახოთ რა იქნება, თავად დოლიძემ იგი უკვე გამოიწვია დიდი ხნის წინ - უარზე, ალბათ, არც ახლა იქნება.

გრანტ დოუსონი - დიეგო ფერეირა