„კონკისტადორის" ოპონენტი, არც მეტი არც ნაკლები, კოლბი თიქნესია - ადგილობრივი დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჩემპიონის, ალექსანდერ ვოლკანოვსკის, გუნდელი და აქტიური სპარინგ-პარტნიორია. „ვოლკმა" თავად ისაუბრა იმაზე, რომ კოლბი უბრალოდ გუნდელი არ არის, ის მისი ყველა კემპის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი მებრძოლია, რომელიც ოდესმე უნახავს. მისი პროფესიონალური რეკორდი 7 მოგებას მოიცავს, მარცხი არ აქვს. სამოყვარულო კარიერაში 8 მოგებასთან ერთად ბრძოლა მხოლოდ ერთხელ დათმო. კოლბი ადგილობრივი ორგანიზაცია HEX-ის ჩემპიონია. სხვათაშორის, UFC-ის კონტრაქტამდე ამავე ორგანიზაციის ტიტული ისრაელ ადესანიამაც მოიპოვა.



ეს ყველაფერი კი ძალიან დაძაბული სატიტულო ჯახის კვალდაკვალ მოხდება. შონ სტრიკლენდი და დრიკუს დუ პლესი საშუალო წონის ქამრისთვის გამართავენ რემატჩს. პირველი ჯახი სამხრეთაფრიკელმა მოიგო. მეორე ბრძოლას ის მოიგებს, ვინც ცენტრის დაკავებას მოახერხებს. სტრიკლენდს ცენტრის დაკავება სასიცოცხლოდ სჭირდება, სწორედ ასე დაამარცხა მას ისრაელ ადესანია. დუ პლესისთვის სტრიკლენდმა ცენტრის წართმევა ვერ მოახერხა, სწორედ ამან დაღალა ის საჩემპიონო რაუნდებში. პირველ ნომრად მომუშავე მებრძოლისთვის აუცილებელია მეტოქე მუდმივ წნეხში მოაქციოს, რადგან როდესაც სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება მისთვის ეს ყველაფერი ორმაგად დამღლელია. შონი ტიპური თავზე მონადირეა, ტანში ნაკლებად მუშაობს, არადა ადესანიამ აჩვენა, რომ დუ პლესის დამარცხებისთვის ტანში მუშაობა საჭიროა, რადგან სახის დაცვისას დრიკუსი ტანს ღიას ტოვებს.

მოკლედ, თიქნესი გამოცდილი მებრძოლია, მაგრამ მისი მეტოქეები არასდროს ყოფილან დიდად გამოცდილები და მკვლელები, ისეთები, როგორიც ალექსანდრეა. ბრძოლების ნახვის შემდგომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფიზიკურად კოლბი ძალიან სუსტია. იგი მოჭიდავეა და ინტერვიუებშიც აღნიშნა, რომ 6 წლიდან ჭიდაობს, მაგრამ მის ბრძოლებში მაღალი დონის ჭიდაობის ტექნიკა და გამძლეობა ვერ დავინახე. როგორც წესი, ავსტრალიელი გამარჯვებას მიწაზე პოულობს, მაგრამ ალექსანდრესთან ეს ძალიან გაუჭირდება, დგომში კი კოლბი დილეტანტივით იბრძვის და ბევრ სივრცეს ტოვებს, რასაც, ვფიქრობ, ალექსანდრე გამოიყენებს.

როგორც თავად ძმებმა ისაუბრეს ალექსანდრეს დგომი ილიასას ძალიან ჰგავს. უფროს თოფურიას ნაკლებად აგრესიული, უფრო მეტად ზომიერი სტილი აქვს. ალექსანდრე მიწაზეც უძლიერესია, ისევე როგორც დგომის ჭიდაობასა და გადაყვანებში. გამოცდილების ნაკლებობა ქართველი მებრძოლის ერთადერთი მინუსია. დიდი ბრძოლების გამოცდილება არც ალექსანდრეს აქვს და ისე გამოდის, რომ პირდაპირ დიდ სცენაზე აბიჯებს - საკმაოდ კარგი მეტოქის წინააღმდეგ. თუმცა, ალექსანდრეს რომლის საშუალო წონაც ჩემი აზრით 72-76 კილოგრამი უნდა იყოს, სპარინგ პარტნიორებად ჰყავს მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე. მერაბი და ილია ჩემპიონები UFC-ის ჩემპიონები არიან, ანუ მის მომზადებაში შესაბამისი დივიზიონების ყველაზე ძლიერი მებრძოლები არიან ჩართულები. გურამ ქუთათელაძე კი, ვფიქრობ, ალექსანდრეს წონასთან საკმაოდ ახლოს იქნება - 77/78 კილოგრამი. გურამი უმაგრესი სტრაიკერი და ჯიცერია, მასთან ერთად ვარჯიში ალექსანდრეს ძალიან წაადგება. ვფიქრობ, ასეთი სპარინგ-პარტნიორების ყოლა მას ისეთ თავდაჯერებულობას მისცემს, რომ გამოუცდელობა მის ბრძოლაზე გავლენას არ იქონიებს. სტილისტურადაც, მგონია, რომ ალექსანდრე კოლბის ფიზიკაშიც, დგომშიც და მიწაზეც დაჯაბნის, ჩვენ კი მორიგი ქართველი ვარსკვლავის დაბადების მოწმენი გავხდებით.

ეს ყველაფერი კი ძალიან დაძაბული სატიტულო ჯახის კვალდაკვალ მოხდება. შონ სტრიკლენდი და დრიკუს დუ პლესი საშუალო წონის ქამრისთვის გამართავენ რემატჩს. პირველი ჯახი სამხრეთაფრიკელმა მოიგო. მეორე ბრძოლას ის მოიგებს, ვინც ცენტრის დაკავებას მოახერხებს. სტრიკლენდს ცენტრის დაკავება სასიცოცხლოდ სჭირდება, სწორედ ასე დაამარცხა მას ისრაელ ადესანია. დუ პლესისთვის სტრიკლენდმა ცენტრის წართმევა ვერ მოახერხა, სწორედ ამან დაღალა ის საჩემპიონო რაუნდებში. პირველ ნომრად მომუშავე მებრძოლისთვის აუცილებელია მეტოქე მუდმივ წნეხში მოაქციოს, რადგან როდესაც სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება მისთვის ეს ყველაფერი ორმაგად დამღლელია. შონი ტიპური თავზე მონადირეა, ტანში ნაკლებად მუშაობს, არადა ადესანიამ აჩვენა, რომ დუ პლესის დამარცხებისთვის ტანში მუშაობა საჭიროა, რადგან სახის დაცვისას დრიკუსი ტანს ღიას ტოვებს.
Co-main ივენთში კი ქალების სატიტულო ბრძოლა იქნება, რომელიც ქალთა MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უნდა გამოდგეს. ასე რომ, არც ამ ბრძოლის გამოტოვება ღირს.















