"პერეირა ჩვენს კუთხეში იქნება, რადგან ის შონის კარგი მეგობარი და ტრენინგპარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორს ერთმანეთში ბრძოლა ჰქონდათ, ჩხუბის შემდეგ ჩანს, რომ დამარცხებულმა ისწავლა ბევრი რამ ისეთი ადამიანისგან, რომელმაც მისი გამოჭერა და გათიშვა შეძლო. ისინი ყოველთვის ერთად ვარჯიშობენ, შონი მას როუნტრისთან მოსამზადებელ კემპზეც ეხმარებოდა," - განაცხადა ერიკ ნიკსიკმა Schmo-სთან ინტერვიუში.
საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონს, დირკუს დუ პლესთან ბრძოლა ერთხელ უკვე ქონდა, რომლის შედეგსაც (დუ პლესის გამარჯვებას) მსაჯთა პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენება და დიდი კრიტიკა მოჰყვა.
გულშემატკივართა დიდი ნაწილი თვლის, რომ პირველი შეხვედრა რეალურად შონმა მოიგო და სამხრეთ აფრიკელი ათლეტის გამარჯვება დაუმსახურებელია. საინტერესოა, როგორ შეძლებს ამერიკელი მებრძოლი ახალი შანსის გამოყენებას და დაეუფლება თუ არა იგი საშუალო წონის ქამარს.
მომავალი ივენთი 9 თებერვალს, სიდნეიში ჩატარდება, სადაც ასევე ალექსანდრე თოფურია დაუმარცხებელი ათლეტის, კოლბი თიქნესის წინააღმდეგ იასპარეზებს.















