რამდენიმე ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, დაღესტნელი მებრძოლი თავის ბრაზილიელ მოწინააღმდეგეზე მთელი ბრძოლის მანძილზე დომინირებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "პოატანი" UFC-ში მეორედ დამარცხდა. პირველად ეს მოხდა 2023 წლის აპრილში, ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ, რის შემდეგაც მან საშუალო დივიზიონის ქამარი დათმო.
37 წლის მებრძოლი მოგვიანებით ავიდა ქვემძიმე წონაში, სადაც მოიპოვა ქამარი და ჩემპიონობა სამჯერ დაიცვა. ყოფილი ჩემპიონმა მეოთხე ცდაზე კავკასიელ მებრძოლთან წააგო.


















