MMA-ს წამყვანი ინსაიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ პრიორიტეტულ ვარიანტად 21.06-ის თარიღი ჩანს. შეგახსენებთ იმასაც, აზერბაიჯანის სახელით მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ჩხუბობს ორი მებრძოლი: რაფაელ ფიზიევი და ნაზიმ სადიხოვი. აქვე დავამატებთ, რომ იანვრის ბოლოს დანა უაითმა ღონისძიების საქართველოში შესაძლო ჩატარების შესახებაც ისაუბრა.
"ჩვენ ყველგან ჩასვლას ვაპირებთ. რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომლებიც აქტიურად მარწმუნებენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. დღეს ყველაზე ლოგიკური, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩასვლაა", - განაცხადა ამერიკელმა ბიზნესმენმა.
რა შანსი აქვს გურამ ქუთათელაძეს მომავალ ბრძოლაში? გურამის მეტოქის დეტალური განხილვა

















