ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში, ძმების ჩემპიონური ძმობა, ქართველი მებრძოლების ერთიანობა და შემართება, - ამ თემების შესახებ, La Gazzetta dello Sports Georgia-სთან ინტერვიუში ილია და ალექსანდრე თოფურიების დედამ, ინგა ბენდელიანმა-თოფურიამ ისაუბრა. მებრძოლების დედამ აღნიშნა რომ თავდაპირველად UFC-ს მერაბ დვალიშვილის გამო უყურებდა:
ყველაზე ჯანსაღი ატმოსფერო და ურთიერთობა, რაც არის ქართველებში ყველაზე მაგარი ამ ბიჭებშია, მათი ერთიანობა სამაგალითოა, ფიზიკურად თუ ერთად არ არიან სულ ხაზზე არიან და ერთმანეთს ამხნევებენ. მეც სულ ჩართული ვარ ვინმეზე რამე არ გამომრჩეს, ახლა რომან დოლიძის ჩხუბია და ამაზე გადავერთვებით. ამ ბიჭების ყველა სიტყვა ერთმანეთისთვის დიდი ძალაა. მე როგორც დედა ყველას ვეკონტაქტები. ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. ესენი სადაც არიან აკეთებენ თავის საქმეს და უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო," - განაცხადა ინგა ბენდელინმა-თოფურიამ LaGazzetta.ge -სთან ინტერვიუში.
















