მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლა 29 ივნისს, ლას ვეგასში, ნევადაში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ყოფილი ქვემსუბუქწონოსანი ჩემპიონი - ილია თოფურია და UFC-ის ვეტერანი - ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდება. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, უკანასკნელად, მსუბუქი წონის ლეგენდამ - დასტინ პორიემ, Full Violence-თან საკუთარი აზრი დააფიქსირა.
" ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას ილია მოიგებს. თოფურია ჩარლზთან შედარებით პატარაა და ამის გამო, შეიძლება საბმიშენის საფრთხე შეექმნას. განსხვავებულ შემთხვევაში, მივიჩნევ რომ ბრაზილიელისთვის ეს ბრძოლა რთული იქნება. ოლივეირა ბევრ დარტყმას უშვებს, ხოლო ილიას ხალხის დაძინება შეუძლია. "















