ლიგა ACB-ის მე-20 ტურში შერმადინის "ტენერიფე" "მურსიას" დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 75:73 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 27 წუთი დაჰყო.
ამ დროში შერმადინის ანგარიშზე 13 ქულა, 10 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემაა, რაც ჰუერტასის შემდეგ თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
"ტენერიფეს" მთავარი მიზანი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა, ამ გეგმას კი, ჯერჯერობით, თავს კარგად ართმევენ და 22 ქულით მე-6 პოზიციას იკავებენ.
მატჩის მიმოხილვა














