ილია თოფურიამ დაანოკაუტა ჩარლზ ოლივეირა და საშუალო წონითი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა ჩემპიონმა გამოიწვია პედი პიმბლეტი, რომელთანაც მას უკვე წლებია კონფლიქტი აქვს. მეტოქემ გამოწვევა მიიღო და მათ შორის საუბრის დროს მცირე შეხლა-შემოხლაც იყო.
არ ღირს იმის შესახებ საუბარი, თუ ვინ უნდა იყოს "ელ მატადორის" შემდეგი მოწინააღმდეგე. ყველაფერი გასაგებია, მსუბუქი დივიზიონის ახალი ჩემპიონი ინგლისელ მებრძოლს დაუპირისპირდება.

![[VIDEO] "თავს წაგაძრობ, ახლა გაეთრიე აქედან", - თოფურია პიმბლეტს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FWOiNRp6KtydToCRoPoMaSpkX82ztZLVm.webp&w=3840&q=75)













