მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი თავის კარიერაში მეორედ დაამარცხა. საინტერესოა, ვინ იქნება სუპერმსუბუქი დივიზიონის უცვლელი ჩემპიონის შემდეგი მეტოქე? "შუგასთან" მიმართებაში ყველაფერი გასაგები და დასრულებულია, ამ ისტორიას ტრილოგია არ ექნება.
დანა უაითმა გამოთქვა ქართველი ჩემპიონისა და უმარ ნურმაგომედოვის რემატჩის სურვილი. ამის გარდა, მეორე ბრძოლის შანსი შესაძლოა პიოტრ იანმა მიიღოს. ამერიკელ მებრძოლთან რევანშამდე, მასთან მეორედ ჩხუბზე საუბრობდა თავად "მანქანა", თანაც არაერთხელ. ტოპ 5-ის სხვა წევრები: კორი სენდჰეგენი და სონგ იადონგი.
არ უნდა დაგვავიწყდეს დეივესონ ფიგერედო და მარლონ ვერა, რომლებიც ხუთეულთან ახლოს ტრიალებენ. 34 წლის ჩემპიონი არ აპირებს წონის შეცვლას, მაგრამ ეს შესაძლოა გააკეთოს უმსუბუქესი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლმა, ალეშანდრე პანტოჟამ, რომელმაც წარსულში უკვე ისაუბრა დვალიშვილთან შესაძლო ჩხუბზე.















