"მე მინდა რომ ეს კონორი იყოს, რადგან გავიგე, რომ მასაც ამ დროს სურს ბრძოლა" - იძახის მასვიდალი ინტერვიუში - "მას არასოდეს უხსენებია ჩემი სახელი, რადგან იცის რომ თავს წავაძრობ. თუ ის და UFC დაუშვებს ამ შეცდომას, მე მას თავს მოვაძრობ აპრილში, მაიამიში. მაგრამ მე ჯერ ზუსტად არვიცი მას უნდა თუ არა ეს. მან იცის რომ დავანგრევ და ცუდი სანახავი იქნება. მე მასთან არ ვიჭიდავებ, მე მას დგომში ვეჩხუბები გავანადგურებ. მას არ უხსენებია ჩემი სახელი და ამას თავისი მიზეზი გააჩნია..."
"ისინი იძახიან, რომ მას შეიძება ამის სურვილი ქონდეს. თუ მას ეს უნდა, ძალიან კარგი, მე მას მოვკლავ და თუ არა, მაშინ ლეონ ედვარდს შევხვდები. მე და მას ისტორია გვაქვს და დროა ეს ყველაფერი გადავწყვიტოთ. არც მას აქვს ჩხუბი ჩანიშნული და არც მე. მოაწერე კონტრაქტს ხელი და სახეს გაგიტეხავ" - ამბობს მასვიდალი ყოფილ ქვე-საშუალო წონის ჩემპიონზე.















