"თოფურიას ძლიერი ხელები აქვს და კარგად ურტყამს - ეს წინასწარ ვიცოდით, მაგრამ მაინც დამიჭირა და მხოლოდ ქება ეკუთვნის მას. შესაძლოა, რევანში ესპანეთში შედგეს" - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი, მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
















