ილია თოფურიას გზა UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქამრამდე არა მხოლოდ ქართული სპორტის მიღწევა, არამედ მსოფლიო დონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოგებათა სერიაცაა. "ელ მატადორის" დაუმარცხებელი რეკორდი (17-0) და განსაკუთრებით, მისი უკანასკნელი მიღწევები, როგორც სპორტის მოყვარულთა, ასევე ცნობილ ათლეტთა შორის დიდ აღიარებასა და გაოცებას იწვევს. ზემოხსენებული ფაქტი, რა თქმა უნდა, თოფურიას დამარცხებულთა სიაში შესული ლეგენდარული სპორტსმენებითა და მისი დომინანტური სტილითაა განპირობებული.
მსუბუქი წონის ჩემპიონის ბოლო სამ ბრძოლას გულშემატკივართა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მოჰყვა, რადგან მან თანმიმდევრობით დააფინიშა უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეები, როგორებიც არიან: ალექსანდერ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა.
SHAK MMA-ს უკანასკნელი ინტერვიუდან ვიგებთ, რომ ზემოხსენებულ ჰავაელ კონტენდერს - მაქს ჰოლოუეის, ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გააჩნია.
""მართალია, რომ მან სახელოვანი მებრძოლები დაამარცხა, თუმცა თუ პირველ საჩემპიონო ბრძოლას დავაკვირდებით, ვოლკანოვსკი ფორმაში აღარ იყო. ხალხი სახელს აკვირდება და არა მის წინამორბედ სტატისტიკას. რაც შეეხება ჩარლზს, იგი ბრძოლამდე მხოლოდ 1 მოგებიან სერიაზე იყო." "















