რამდენად საშიშია ლოპესი?
ამერიკულ ფილმებში წარმოდგენილი ცივსისხლიანი კოვბოის იმიჯის მქონე დიეგო ლოპესი ყველაზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ მას ადამიანზე მეტად „ცხოველად" აღიქვამენ, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რასაც ეხება. გულშემატკივრებს კი ეშინიათ, რომ ვოლკანოვსკი უგონოდ კიდევ ერთხელ არ გაუთიშონ. მაგრამ, ჩემი აზრით, დიეგო არც ისეთ საშიშია, როგორიც ჩანს და ახლა დეტალებში აღვწერ რატომ.
ყველაფერს თავი დავანებოთ, UFC-ში მისი რეკორდი 5-1 არის. ერთი მარცხი სადებიუტო ბრძოლაში მოვსარ ევლოევთან მოდის - შემდგომ მას ზედიზედ ხუთი მოგება აქვს. მაგრამ, ეს ხუთი მოგება ვისთან?! - მოდით, ვაღიაროთ, რომ TOP კონტენდერი ამ სახელებიდან მხოლოდ ორი იყო - დენ იგე, რომელიც საჩემპიონო მებრძოლი არ არის, მეორე კი ბრაიან ორტეგა, რომელმაც ბოლო შვიდ წელში ექვსი ბრძოლა ჩაატარა და ოთხი წააგო. ორტეგას ტოპ მებრძოლობა რეიტინგის შეცდომაა, მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად. უშუალოდ MMA-ში ჯამურად ორტეგა ვოლკის კლასთან ახლოსაც არ არის.

ვოლკანოვსკისთან ბრძოლა ძალიან დიდი ნახტომია ლოპესისთვის და ეს აუცილებლად გამოჩნდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლა გაიწელება. ახლა კი ლოპესზე გადავიდეთ. ხშირად ლოპესის ვიდეოები ან სურათები რომ შეგხვდება ის ძალიან დიდი და კუნთოვანი ჩანს. კი, ამ წონისთვის პატარა არ არის, მაგრამ ბრძოლებს რომ დავაკვირდეთ, არც ეგეთ „ჯანზეა“, როგორაც ერთი შეხედვით გამოიყურება.
ძალაზე მეტად ლოპესის უპირატესობა უფრო მისი „ველურობაა", რაც მის საბრძოლო სტილს კიდევ უფრო მიმზიდველსა და ყურებადს ხდის. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მისი კუნთოვანი მასა 180 სანტიმეტრის სიმაღლეზე ნაწილდება, როდესაც ვოლკი 168 სანტიმეტრია და იგივე მასის ტარების დროს ყოფილ ჩემპიონს გაცილებით მეტი კუნთოვანი მასა აქვს ფეხებშიც, წელზეც და დანარჩენ სხეულზეც. დამერწმუნეთ, ფიზიკურ „ჯახში“ ვოლკი უფრო ძლიერი იქნება. ლოპესს ძალიან წვრილი ფეხები აქვს, რაც ჯიცერებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის ბრძოლებს თუ გავიხსენებთ, ვფიქრობ, ღირს ხაზის გასმა ამ ფაქტზე, რადგან შეიძლება ვოლკმა მიზანში სწორედ ფეხები ამოიღოს. ამას დავუმატოთ ლოპესის ძალიან ჩამჯდარი დგომი, რომელიც სახის დაცვაზეა ორიენტირებული. ხელები სახესთან ძალიან ახლოს აქვს, რაც მის მეტოქეებს დისტანციის მართვის საშუალებას აძლევს, და ეს ლოუ ქიქებს უფრო შესაძლებელს ხდის. ფეხებში დარტყმა ლოპესის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი არ უნდა იყოს. რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ, რომ ლოპესს ტანი გამუდმებით ღია აქვს, განსაკუთრებით ღვიძლის არე.

ამას დამატებული ისიც, რომ დიეგოს დგომის ჭიდაობა, ცუდი არ არის, მაგრამ არც მახაჩევის დონისაა. როდესაც ბრაზილიელს მიწაზე ვხედავთ, ძირითადად ეს მისი თეიქდაუნებისგან არ არის გამოწვეული. ლოპესის კარდიოც კითხვის ნიშნის ქვეშაა. იგესთან ბრძოლის მხოლოდ მესამე რაუნდი ნახეთ და ამაში თავადაც დარწმუნებით. თუ კონტრარგუმენტად ორტეგას ბრძოლას მაჩვენებთ, გეტყვით, რომ იქ მეტოქე ორტეგა იყო...

ლოპესს ძალიან გაუმართლა, რომ ეს ბრძოლა ილია თოფურიას წინააღმდეგ არ აქვს, რადგან დგომის სრულად შეცვლა მოუწევდა ან უშანსოდ ჩაიკეცებოდა. მისი ველური კომბინაცია ხშირად ვა-ბანკზე წასვლაცაა, რადგან ძალიან იხსნება და კარგი სტრაიკერი ამ ღია სივრცეებს კარგად გამოიყენებდა.
საპირწონედ ვოლკის გათიშვაზე ვსაუბრობთ. კი, ვოლკი გაითიშა, მაგრამ ვის წინააღმდეგ?! - ისლამ მახაჩევთან, მსუბუქი წონის ჩემპიონთან, რომელიც ამჯერად #1 P4P მებრძოლია, და ილია თოფურიასთან, რომელიც შეგრძნებას გიჩენს, თითქოს ფრენსის ნგანუზე ძლიერად ურტყამს. პლუს, ილიამ ვოლკანოვსკის მისი წნეხის ხარჯზე გამოიჭირა, ლოპესს კი წნეხი საერთოდ არ გააჩნია. ილიამ ყველა გათიშა, უფრო სწორად, „დენიდან გამორთო", ლოპესმა კი ფინიში ვერც ევლოევთან, ვერც იგესთან და ვერც ორტეგასთან ვერ აიღო.
ჯიუ ჯიცუ — დიეგო ლოპესის მთავარი იარაღი?
ახლა კი ლოპესის უძლიერესს ჯიუ ჯიცუს შევეხოთ. ბრაზილიელს ძალიან მოძრავი და აგრესიული ჯიუ ჯიცუ აქვს, რაც ძალიან სანახაობრივია, მაგრამ ეს ყველაფერი ვა-ბანკია - ისევ და ისევ. თავის დროზე გრეისების ერა MMA-ში იმიტომ დამთავრდა, რომ MMA-ში ჯიუ ჯიცუ ისე არ მუშაობს, როგორც გრეპლინგში. თუ თავის დაცვას გარკვეულ დონეზე ისწავლი და ამას კარგ Ground & Pound-ს დაუმატებ, ჯიუ ჯიცუ განეიტრალებადია. დიეგო ლოპესის სტილი კი შემტევისთვის უფრო ძალიან დამქანცველია, ვიდრე იმ მებრძოლისთვის, რომელიც თავს იცავს.
ჩვენ ახლა თეორიულად განვიხილავთ იმას, რომ ვოლკანოვსკი დააფინიშონ მიწაზე, მებრძოლი, რომელიც მახაჩევმა ვერა და ვერ დაახრჩო, მიუხედავად იმისა, რომ რაუნდების განმავლობაში ზურგზეც ეჯდა, ალექსანდერი ორტეგას გიჟურ გილიოტინასა და სამკუთხედსაც გადაურჩა.
არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ლოპესს ვაკნინებ, მაგრამ გადავიკითხე ნაწერი და აშკარად ასე გამომდის, თუმცა, მაინც ერთ სიტყვასაც არ შევცვლი, რადგან, რაც ზემოთ წერია სიმართლეა. ლოპესი ვა-ბანკის მებრძოლია, რომელიც ყოველთვის ფინიშზე მიდის, მაგრამ ეგ MMA-ში ძალიან სახიფათო სტრატეგიაა. ვოლკანოვსკი კი არც დენ იგეა და არც ორტეგა, რომლის შანსებიც დროდა დრო მცირდება.

ამას დამატებული ისიც, რომ დიეგოს დგომის ჭიდაობა, ცუდი არ არის, მაგრამ არც მახაჩევის დონისაა. როდესაც ბრაზილიელს მიწაზე ვხედავთ, ძირითადად ეს მისი თეიქდაუნებისგან არ არის გამოწვეული. ლოპესის კარდიოც კითხვის ნიშნის ქვეშაა. იგესთან ბრძოლის მხოლოდ მესამე რაუნდი ნახეთ და ამაში თავადაც დარწმუნებით. თუ კონტრარგუმენტად ორტეგას ბრძოლას მაჩვენებთ, გეტყვით, რომ იქ მეტოქე ორტეგა იყო...
ერთი სიტყვით, ვოლკი რომ პრაიმში იყოს, დაუფიქრებლად მას მივიჩნევდი ფავორიტად, მაგრამ ამ მოცემულობაშიც მგონია, რომ ძველი ვოლკისგან რამე თუ არის შემორჩენილი, და ჩემი აზრით არის, მან უნდა შეძლოს ლოპესის განეიტრალება. თუ ვოლკი ქამარს დაიბრუნებს და მგონია, რომ ასე მოხდება, მას თავიდან ექნება პრეტენზია ამ წონის GOAT-ის სტატუსზე და საკმაოდ საფუძვლიანადაც, მიუხედავად იმისა, რომ ილიამ იგი უგონოდ გათიშა.