ფანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ბრძოლა იქნება ძალიან საინტერესო და ამავრდოულად გამომწვევი მერაბისთვის, რადგან უმარი ტალანტით სავსე უნივერსალური ახალგაზრდაა და კარგად აქვს განვითარებული ყველა ასპექტი, ( აღსანიშნავია მისი ჭიდაობა) რაც ხალხის აზრით მერაბს პრობლემას შეუქმნის.
ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ისეთი მხარეც, რომელიც ფიქრობს, რომ უმარი ამ ჩხუბს არ იმსახურებს. ანალოგიურ აზრზეა მერაბის საუკეთესო მეგობარი და მისი სპარინგ პარტნიორი - ალჯამაინ სტერლინგი
“ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მერაბს უმარის ეშინია, რაც ძალიან სასაცილოა.
რასაც მე ვიაზრებ ჩვენი საუბრებიდან, მერაბი ესეთ არზე არის: ძმაო, ჩვენ ერთი ადგილიდან ვართ ( კავკასიიდან ). მე ჩამოვედი აქ და მოვიკალი თავი იმისთვის, რომ ქამარი ამეღო და შენ თვლი რომ ამას ერთი მოგების გამო იმსახურებ? ეს სრული სიგიჟეა” - განაცხადა ალჯომ თავის უკანასკნელ პოდკასტში.















