უკვე დიდი ხანია, გულშემატკივართა უმეტესობა ქართველი ჩემპიონის - მერაბ დვალიშვილის წონითი კატეგორიის შეცვლაზე საუბრობს. ეს ყველაფერი "მანქანის" შესანიშნავი სტატისტიკიდან გამომდინარეობს, ვინაიდან მან დივიზიონში ყველა კონკურენტის დამარცხება შეძლო. სუპერმსუბუქის "GOAT"-ის შესაძლო წონის ცვლილებაზე, მისმა მწვრთნელმა - ჯონ ვუდმა ისაუბრა.
"შეკითხვები მერაბის ქვემსუბუქში ასვლასთან დაკავშირებით, უკვე მომრავლდა. ჩემი აზრით, მერაბმა ჯერ დივიზიონში მყოფ კონტენდერებს უნდა მიხედოს. ამის შემდეგ, როცა მისთვის წონის შეცვლას აზრი ექნება, ამ საკითხს განვიხილავთ. 2-3 დიდი ბრძოლა და მერაბს ზემოთა დივიზიონში ასვლაზე დაველაპარაკები. "















