UFC-მ 2023 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციამ 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
43 ღონისძიებიდან, UFC-მ 168 მილიონი გამოიმუშავა, რაც 2022 წელთან შედარებით, 34%-იანი ზრდა არის. ასევე, 18%-ით გაიზარდა სასპონსორო შემოსავლები და მან 196 მილიონი შეადგინა.
ორგანიზაციის მთავარი შემოსავლის წყარო მედია უფლებების გაყიდვა იყო, საიდანაც 870,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და 2022 წლის მაჩვენებელი 76,2 მილიონით გააუმჯობესა.
2024 წელს UFC შემოსავლის სახით 2,6 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს, რაც 2023 წელთან შედარებით 100%-იანი ზრდა იქნება.
2023 წელს UFC-მ რეკორდული შემოსავალი მიიღო

















