UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ილია თოფურიამ მიმართვა გაავრცელა. მსუბუქ წონაში გადასულმა მებრძოლმა განაცხადა, რომ 28 ივნისს თავის გულშემატკივრებს ის კიდევ ერთხელ გაახარებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს არის ჩანიშნული UFC-ის 317-ე ივენთი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მეტოქე შესაძლოა იყოს მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი. ცოტა ხნის წინ, "ლეგენდამ" დაიწყო მოსამზადებელი კემპი, ისევე როგორც მისმა დაღესტნელმა პოტენციურმა მეტოქემ.















