იმავოვის საბრძოლო შესაძლებლობები გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ იზი საშუალო წონის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სტრაიკერია, რის გამოც ნასურდინის უნარების ჩვენება დგომში მსგავსი მებრძოლის წინააღმდეგ ძალზედ რთულია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნასურდინმა კრიტიკოსები დაადუმა და ადესანიას შეცდომა თავის სასიკეთოდ გამოიყენა.
საუდის არაბეთში ჩატარებულ ღონისძიებაზე, საშუალო წონის დივიზიონში სულ 2 შეხვედრა შედგა და ორივე ბრძოლის შედეგმა UFC-ის რეიტინგზე გავლენა იქონია.
უკანასკნელი ინფორმაციით, გამარჯვებული იმავოვი მეორე ადგილზეა, ხოლო ისრაელ ადესანიამ მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება საშუალო წონის მეორე დაპირისპირებას, დაუმარცხებელი შარა მაგომედოვის წინააღმდეგ მაიკლ "ვენომ" პეიჯმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. შესაბამისად, შარა ბულეტი ტოპ 15-ს მიღმა დარჩა და მისი ადგილი ბო ნიკალმა დაიკავა.















