პერეირა უნიკალური სტრაიკერია, რომელსაც ძალიან საბრძოლო სპორტებში დიდი გამოცდილება აქვს. UFC-მდე ორი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მოპოვებამდე მან ქიქბოქსინგი და მისი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია GLORY დაიპყრო, სადაც ასევე ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. დღეს „პოატანი" კომბატ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ მან ბრძოლების უმეტესობა სტრაიკერებთან ჩაატარა, გამონაკლისია იან ბლაჰოვიჩთან დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მის ყველაზე რთულ ტესტად მივიჩნიოთ.

მე ბლაჰოვიჩთან ბრძოლას იმიტომ განვიხილავ, რომ იქ ვნახეთ პერეირა, რომელიც პარტერში გადაჰყავდათ. იანმა პირველი რაუნდი პირწმინდად მოიგო, მეორე რაუნდი ახლო იყო, რომელიც, სავარაუდოდ, პერეირამ წაიღო. ახლო იყო მესამე რაუნდიც, პერეირას პერფორმანსმა ორი მსაჯი დაარწმუნა, ბრძოლა მას მისცეს. მეც ვფიქრობ, რომ ალექსმა მოიგო, მაგრამ პოლონელმა ბრაზილიელის წინააღმდეგ ბევრი რამ გვიჩვენა. იანი ძალიან რომ არ დაღლილიყო, ვფიქრობ, მოგების წამოღებასაც მოახერხებდა. ჩემი აზრით ანკალაევი ბლაჰოვიჩზე გამძლე მებრძოლია და UFC 313-ზე კარდიოს მხრივ პრობლემები მას ნაკლებად შეაწუხებს.
ამ ყველაფერს დამატებული ის დეტალიც, რომ დაღესტნელს მთელი ბრძოლის განმავლობაში ჭიდაობა და ენერგიის ხარჯვა არ სჭირდება. საწყის ორ რაუნდში ჭიდაობის შერევაც საკმარისი იქნება - ამ შემთხვევაში პერეირას სტრაიკინგის დონე რადიკალურად დაეცემა. დგომში კი მოქმედ ჩემპიონს დიდი უპირატესობა ექნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ანკლაევი მოჭიდავე სულაც არაა და დგომშიც ძალიან კარგია.
ალექს პერეირას ისეთი საბრძოლო სტილი აქვს, რომ დგომში ბევრს დარტყმას ატარებს, მაგომედს ნამდვილად აქვს დარტყმის ის ძალა, რომ ნებისმიერი დაანოკაუტოს. ანკალაევს კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს, ისიც პოლ კრეიგთან, რომელთანაც ბრძოლის უკანასკნელ წამზე მახრჩობელათი წააგო. იმ დაპირისპირებაში დაღესტნელი სრულად დომინირებდა, კრეიგმა ის უბრალოდ უკანასკნელ წამს გამოიჭირა. ამის იქით ანკალაევის დამარცხება ვერავინ მოახერხა.

წვდომსა და სიმაღლეში პერეირას საგრძნობი უპირატესობა ექნება. მაგრამ ხალილ რანთრისთან უფრო დიდი უპირატესობა ფონზეც პერეირამ რამდენიმე დარტყმა მაინც გაატარა.
ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, რომ ალექს პერეირამ მოიგოს, მაგრამ, ვფიქრობ, მაგომედ ანკალაევს არსენალში ბევრად მეტი იარაღი აქვს ბრაზილიელის დასამარცხებლად. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ანკალაევი ცაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსს ცაციებთან ბრძოლის გამოცდილება აქვს, მათთან ბრძოლა ყოველთვის უხერხულია.
ჯასტინ გეიჯი VS. რაფაელ ფიზიევი 2
ალექს პერეირას ქამრის დაცვამდე ჯასტინ გეიჯისა და რაფაელ ფიზიევს შორის ძალიან დამაინტრიგებელ რემატჩს ვიხილავთ. ვისურვებდი, რომ ორივეს სრული კემპი ჰქონდეს გავლილი. პირველ ორთაბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ მოახერხა და დაამარცხა რაფაელ ფიზიევი, მაგრამ დაამარცხა, კი?! - ჩემი აზრით, MMA-ში ბრძოლების შეფასების ტრადიციული მიდგომით, გამარჯვების მიცემა ფიზიევისთვის შეიძლებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანელმა პირველი და შესაძლოა მეორე რაუნდიც მოიგო, ხოლო გეიჯიმ მესამე რაუნდში იდომინირა. კი, გეიჯიმ ფიზიევს დიდი ზიანი მიაყენა და, ალბათ, სწორედ მაგის გამო მიიღო მოგება, მაგრამ მხოლოდ საბოლოო რაუნდის მოგება გასამარჯვებლად არ კმარა.
ჯასტინ გეიჯი VS. რაფაელ ფიზიევი 2
ალექს პერეირას ქამრის დაცვამდე ჯასტინ გეიჯისა და რაფაელ ფიზიევს შორის ძალიან დამაინტრიგებელ რემატჩს ვიხილავთ. ვისურვებდი, რომ ორივეს სრული კემპი ჰქონდეს გავლილი. პირველ ორთაბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ მოახერხა და დაამარცხა რაფაელ ფიზიევი, მაგრამ დაამარცხა, კი?! - ჩემი აზრით, MMA-ში ბრძოლების შეფასების ტრადიციული მიდგომით, გამარჯვების მიცემა ფიზიევისთვის შეიძლებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანელმა პირველი და შესაძლოა მეორე რაუნდიც მოიგო, ხოლო გეიჯიმ მესამე რაუნდში იდომინირა. კი, გეიჯიმ ფიზიევს დიდი ზიანი მიაყენა და, ალბათ, სწორედ მაგის გამო მიიღო მოგება, მაგრამ მხოლოდ საბოლოო რაუნდის მოგება გასამარჯვებლად არ კმარა.

ჩემი აზრით, როგორც სტრაიკერი ფიზიევი ბევრად ტექნიკური და ძლიერია, უფრო დიდი არსენალიც აქვს დგომში და შეუძლია ისეთი გეგმა შეიმუშავოს, რომ გეიჯის გასაღები მოუძებნოს. მაქს ჰოლოუეიმაც აჩვენა, რომ სწორი გეგმით ჯასტინ გეიჯის ბინძური დარტყმებისა და კრივის განეიტრალება შესაძლებელია. ჩემი აზრით, ფიზიევი ამ წონის საუკეთესო სტრაიკერია და სიამოვნებით ვიხილებდი მის ჩხუბს უფრო მაღალი რანგის ბიჭებთან - ჩარლზ ოლივეირასთან ან თუნდაც ისლამ მახაჩევთან. თუმცა, რაფას წინააღმდეგ ბევრი ფაქტორია. მას დიდი ხანია არ უბრძოლია, ბევრი მძიმე ტრავმა გადაიტანა და ზედიზედ ორი მარცხი აქვს, მას ბრძოლა მოკლე ვადაში აიღო, ბევრი წონა აქვს დასაკლები. სრულ კემპის გავლის შემთხვევაში სწორედ ფიზიევისკენ გადავიხრებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. დარწმუნებული ვარ უმაგრესი სანახაობა იქნება.















