UFC 325-ის მთავარ ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესი დაამარცხა კიდევ ერთხელ, რითაც ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი შეინარჩუნა. პირველი ჩხუბის მსგავსად, ავსტრალიელმა ჩემპიონმა მექსიკელ მოწინააღმდეგეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მსუბუქ დივიზიონში ასვლის შემდეგ, საჩემპიონო ქამარი გახდა ვაკანტური, რომლისთვისაც სწორედ "დიდებულმა" და ლოპესმა იჩხუბეს. ვეტერანი ჩემპიონის ჰეგემონია 66 კილოგრამში გრძელდება, როგორც ეს ქართველი მებრძოლის გამოჩენამდე იყო.















