UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გამოცემა Supreme fitness-სთან ფინანსურ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმას.
- წელს უნივერსიტეტში ჩაბარებას და ფინანსების სწავლას ვაპირებ. გარდა ამისა, დავესწრები კურსებს საფონდო ბირჟების და ინვესტიციების შესახებ, რათა უფრო მეტად ვიცოდე სად დავაბანდო თანხა.
- რა თანხა გჭირდება ერთი თვის განმავლობაში კომფორტულად ცხოვრებისთვის?
- უკანასკნელ წლებში დიდი გამოცდილება მივიღე სად დავხარჯო ფული და სად დავზოგო. როდესაც ფული ვიშოვე, ძვირადღირებული ტანსაცმლის ყიდვა დავიწყე, რადგან არ მქონდა. ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე ბრენდულ ტანსაცმელში გამოწყობილი და ჩემს თავს ვუთხარი, საკმარისია, კლოუნს გავხარ. სწორედ ამ დღის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის არ იყო რაც მინდოდა, მარტივად დავიწყე ცხოვრება და ბევრი რამე სხვანაირად დავინახე. ყოველთვიური ხარჯები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე — მაგალითად თუ კემპი მაქვს, შეიძლება 50 ათასი ევრო მხოლოდ მასზე დავხარჯო. გარდა ამისა, მაქვს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. თუ მხოლოდ პერსონალურ ხარჯებს გავითვალისწინებთ ვიტყვი, რომ თვეში 50 ათასი ევრო საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან კარგად იცხოვრო.
- სპონსორების მოძიებაზე ბევრს მუშაობ?
- ახლა უკვე აღარ. დღეს, სპონსორებს როგორც მომავალ ბიზნეს პარტნიორებს ისე ვუყურებ და ამის გათვალისწინებით ვაფორმებ კონტრაქტებს. თუმცა, იყო დრო, როდესაც სპონსორი მჭირდებოდა იმისთვის, რომ უბრალოდ მეცხოვრა. დღეს კი ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებზე ფიქრი აღარ მიწევს და შესაბამისად, სპონსორებსაც მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ არ ვეძებ. მე მჭირდება სპონსორები, რომლებიც განსხვავებულ წინადადებებს შემომთავაზებენ.