თბილისის სპორტის სასახლეში RKENA-ს მეორე ივენთი გაიმართა. MMA-გულშემატკივარმა, დაძაბული ბრძოლები და საინტერესო შოუ იხილა.
საუკეთესო პერფორმერის ბონუსი თავისი ჰუკით ტატო პრიმერამ მიიღო.
მებრძოლმა საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ესპანეთში ილია თოფურიას წარმატების შესახებ ისაუბრა:
“ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ საღამომ ჩემზე. კარგი ატმოსფერო იყო, ქართული ხაჭაპური ძალიან მომეწონა. ბევრს საერთაშორისო ტურნირზე მიმიღია მონაწილეობა და როგორც წესი, ბონუსს ადგილობრივ მებრძოლებს აძლევენ. ამ ორგანიზაციაზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ის ფაქტი, რომ სტუმარს ანუ მე, მომცეს ბონუსი.
რაც შეეხება ილია თოფურიას წარმატების როლს ჩვენს მოტივაციაში, MMA-ში ესპანეთი ცოტა უკანა პლანზე იყო, ილიას გამოჩენის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენც შეგვიძლია და გვაქვს რესურსი ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ, ამიტომ ილია თოფურიასმადლიერები ვართ.”















