UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრომოუშენი ქართველ მებრძოლს შეპირდა პიოტრ იანთან მე-3 ჩხუბს, მაგრამ იქამდე, მას დასვენება შესთავაზა, თუმცა თავად მებრძოლი დიდხანს დასვენებას არ აპირებს.
"UFC-მ დამირეკა და მითხრა რომ დამესვენა, შემდეგ შემპირდნენ ქამარზე ბრძოლას იანთან, თუმცა იქამდე, აუცილებლად დაისვენეო და როცა იქნები მზად, დაგვირეკეო. სავარაუდოთ, მათ უნდათ ბრძოლა გამართონ ზაფხულში, მაგრამ მე არ მინდა ზაფხულამდე ლოდინი, ახლაც მზად ვარ.
გარდა ნაკაწრებისა, მნიშვნელოვანი ტრავმა არ მიმიღია. ბრძოლა მინდა გაზაფხულზე, თუნდაც აპრილში. კარგი იქნებოდა ბრძოლის ჩანიშნვა გაზაფხულზე, მაგრამ თუ ასე არ იყო, ზაფხულში იქნება."















