ჯონ ჯონსი კვლავ მძიმე წონის ჩემპიონია, 2023-ში მოპოვებული ქამარი ალექს პერეირამაც რამდენჯერმე დაიცვა. წლის განმავლობაში ისლამ მახაჩევმა მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა - დასტინ პორიესთან.
ილია თოფურიამ, მერაბ დვალიშვილმა, ბელალ მუჰამადმა და დრიკუს დუ პლესისმა კი მოახერხეს და ჩემპიონები დაამარცხეს, რათა ქამარი წელზე თავად მოერგოთ.
ვინ გახდა წლის საუკეთესო მებრძოლი?
არც მეტი არც ნაკლები - საუკეთესო მებრძოლი 2024 წელს ალექს პერეირა გახდა. ჯილდო World MMA Awards-მა გასცა. მისი რეალური კონკურენტები, როგორც აღმოჩნდა, იყვნენ ილია თოფურია და დრიკუს დუ პლესი (სხვა მებრძოლების გარდა, რომლებსაც კონკურენტადაც არ აღვიქვამ). ამ გადაწყვეტილებამ ცოტა გამაბრაზა. სწორედ ამიტომ, ამ საკითხის კვლევას საკმაო დრო დავუთმე, პირველ რიგში წლის განმალობაში ამ სამი მებრძოლის კარიერას გადავავლე თვალი და ამან კიდევ უფრო გამაბრაზა, რადგან ილია აშკარად უკონკურენტო უნდა ყოფილიყო - ავხსნი რატომაც. კოლეგისგან, ნიკა სვანიძისგან გავიგე, რომ World MMA Awards-მა 2024 წლის საუკეთესო ათლეტი 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდის ჩატარებული ბრძოლების მიხედვით აარჩია, რაც რაღაცებს უფრო გასაგებს ხდის, მაგრამ ჩემთვის, კვლავ გარკვეული საკითხები მაინც სისულელედ რჩება.
World MMA Awards-ის კრიტერიუმები
MMA არ არის ფეხბურთი, რომ 2023/24 სეზონი შეაჯამო და სეზონის მიხედვით აარჩიო საუკეთესო მებრძოლი. ფეხბურთში გასაგებია, სეზონის პირველი ნახევარი სხვა წელს იწყება და მეორე ნახევარი კი სხვა წელს სრულდება და ლოგიკურია, რომ მხოლოდ 2023 ან 2024 წელს ვერ აიღებ საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად, მაგრამ MMA-ში, როგორც ასეთი, სეზონები არ გაგვაჩნია.
არსებობს მხოლოდ მცირედი პაუზები, მაგალითად როგორიც ახლა. საახალწლო პაუზის შემდეგ იანვარში UFC კვლავ განაგრძობს ივენთების ჩატარებას, შესაბამისად ივლისიდან-ივლისამდე 12 თვიან პერიოდში განსაზღვრო 2024 წლის საუკეთესო მებრძოლი - ჩემთვის სისულელეა.
რატომ ალექს პერეირა და არა ილია თოფურია?
ჩემთვის მიზეზი მარტივია. ალექს პერეირა არის ე.წ Company Man ანუ ორგანიზაციის ერთგული მებრძოლი, რომელმაც 2024 წლის განმალობაში არაერთი ივენთი გადაარჩინა. აპრილში საიუბილეო UFC 300-სთვის, როდესაც ორგანიზაცია კარგ ჰედლაინერებს ვერ ნახულობდა, პერეირამ ყოფილ ჩემპიონ ჯამალ ჰილთან ოქტაგონზე მოკლე ვადაზე შეაბიჯა და ნოკაუტით ის დაამარცხა.

ანალოგიური რამ მოხდა UFC 303-ზეც. ამ ივენთზე კონორ მაკგრეგორის დიდი დაბრუნება უნდა შემდგარიყო, მაგრამ კონორმა ტრავმა მიიღო. ორგანიზაცის კარგი ბრძოლა სჭირდებოდა და ალექს პერეირამ კვლავ დააზღვია ივენთი, პროჰასკას დაუპირისპირდა და გამარჯვება კვლავ ნოკაუტით მოიპოვა.
როდესაც მებრძოლი ორგანიზაციას ასე უდგას გვერდში ეს მას ყოველთვის უფასდება. ის გარკვეული პრივილეგიებითაც სარგებლობს, უკეთეს ფინანსურ გარიგებებს დებს და ხელსაყრელ მეტოქეებს უწყვილდება. საბოლოოდ ალექსმა მოახერხა და წლის მებრძოლის ჯილდოც მოიგო. კი, ეს ჯილდო UFC-მა არ გასცა და World MMA Awards-სგან არის, მაგრამ, ალბათ, გასაგებია, რამხელა გავლენა აქვს UFC-ს მსგავს საკითხებში.
საუკეთესო უცხოელი მებრძოლი - დრიკუს დუ პლესი და არა ილია თოფურია
ეს საერთოდ კატასტროფა იყო ჩემთვის. რატომ დრიკუსი და არა ისევ ალექსი. თავიდან ის ვიფიქრე, რომ, ალბათ, ორი ჯილდოს ერთ მებრძოლზე გაცემა არ შეიძლება, მაგრამ შარშან ორივე ჯილდო ლეონ ედვარდსმა მიიღო დრიკუს დუ პლესიმ 2024-ში ორი ბრძოლა გამართა. თავიდან შონ სტრიკლენდს დაუპირისპირდა, სადაც გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო ბრძოლა, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან ბევრის მსგავსად ჩემი აზრითაც ეს ბრძოლა შონმა მოიგო. შემდგომ დრიკუსმა ისრაელ ადესანია დაამარცხა. კი, ადესანიასთან მოგებას ვერ დავუკარგავთ დრიკუსს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ის ადესანია არ არის, რომელსაც ადრე ვხედავდით.

UFC - როგორც კომერციული ბიზნესი - ადგილი სადაც სამართალი არ უნდა ეძებო

წლის საუკეთესო ათლეტის ჯილდოზე საუბრისას ჩემთვის ილია თოფურიას რეალურ კონკურენტად მხოლოდ ალექს პერეირას მოვიაზრებდი. UFC-ის ბევრი უბრალოდ ორგანიზაციად აღიქვამს, მაგრამ რეალურად ეს კომერციული კომპანიაა, რომელიც ხშირად თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ათამაშებს კარტებს. დაეხმარები კომპანიას? დაგეხმარება ისიც. შესაბამისად აქ სამართალს არ უნდა ეძებდე. აქ ყველაფერი კომერციაზე და ფინანსურ მოგებაზე გადის.

ალექსმა კი ძალიან ბევრი გააკეთა UFC-სთვის და ვფიქრობდი, რომ ორგანიზაცია ამას დაუფასებდა, თორემ, ჩემი აზრით, ამ აღიარებას ილიაზე მეტად ამას არავინ იმსახურებდა. მე ვერ ვხვდები, დრიკუს დუ პლესიმ რით დაიმსახურა საუკეთესო საერთაშორისო მებრძოლის ჯილდო, როდესაც არამხოლოდ ილია არამედ მერაბიც გვყავს როსტერზე. მერაბმა ძალიან ამოქაჩა მისი მარკეტინგი და გაყიდვადი მებრძოლი გახდა. მან ჰენრი სეჰუდო, ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი, დაჯაბნა და ბოლოს შონ ო’მალის წაართვა ქამარი. დრიკუსმა კი რეალურად შონთან ბრძოლა ან მოიგო, ან არა - ბოლოს კი დაღმასვლის გზაზე მყოფი ადესანია სცემა. ილიას მიღწევები მასთან შედარებით სხვა განზომილებაშია.
იმსახურებდა ილია ამ ჯილდოებს?
ილიამ ჯერ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ვოლკანოვსკი არამხოლოდ Featherweight-ის ჩემპიონი, არამედ ამ დივიზიონის ყველა დროის საუკეთესოდ წოდებული ერთ-ერთი მებრძოლია. ეს არის წონითი კატეგორია, სადაც ჩემპიონები იყვნენ ჟოზე ალდო, კონორ მაკგრეგორი და მაქს ჰოლოუეი. ასეთი დიდებული დივიზიონის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და იმ დროისთვის N1 Pound4Pound მებრძოლი ვოლკი ილიამ უგონოდ გათიშა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. შემდგომ კი შეხვდა მაქს ჰოლოუეის. ვოლკის გარდა თუ ვინმე განიხილებოდა Featherweight-ის GOAT-ად ეს სწორედ ჰავაიელია.

ილიასთან ბრძოლამდე მაქსმა მსუბუქი წონის ყოფილ დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და უგონოდ გათიშა. ნოკაუტამდე მაქსმა გეიჯის დეკლასირება გაუკეთ, ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მაქსი თავის საუკეთესო ფორმაში იყო. მაქსი არავის დანოკდაუნებულიც არასდროს ჰყავდა - ნოკაუტზე რომ არაფერი ვთქვათ. ილიამ კი ისიც გათიშა. „მატადორმა” მისი წონის ორი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი მათი კარიერის პიკში დაამარცხა. ამის საპირწონედ კი ალექსის მოკლე ვადებზე ბრძოლები და დრიკუსის საეჭვო გადაწყვეტილებით მოგებებია. იმსახურებდა თუ არა ილია ამ ჯილდოებს?! თამამად გეტყვით, რომ კი. ილია თოფურია 2024 წლის საუკეთესო მებრძოლია.