UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააკრიტიკა მადრიდის რეალი, მიზეზი - ჩაბი ალონსოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაშვება. დაღესტნელი ყოფილი მებრძოლის თქმით, "სამეფო კლუბის" პრობლემა მდგომარეობს მოთამაშეებში და არა დამრიგებელში.
"ვფიქრობ, ალონსო მსოფლიოს სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის არის. შესაცვლელი იყო რეალის შემადგენლობა და არა თავკაცი. მადრიდელებს ვერცერთი დამრიგებელი ვერ გაუმკლავდება, რადგან გუნდში რთულად სამართავი არაერთი მოთამაშე ირიცხება. წარმოუდგენელია, როგორ შეიცვალა "სამეფო კლუბის" მიდგომა.
ერთი წლის წინ, სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები ეხვეწებოდნენ ჩაბის მოსვლას, ახლა კი ავადმყოფი ბავშვების გამო გაუშვეს. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, პირველ რიგში, მოთამაშეებით."















