ილია თოფურიამ MMA-ში გაწეული მიღწევებისთვის Marca-ს ლეგენდის ჯილდო მიიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით UFC-ის ჩემპიონი ესაუბრა ესპანურ გამოცემას, რომელთანაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონი და Marca-ს ლეგენდის ჯილდო
"ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ ორიდან რომელი უფრო მეტად მხიბლავს.ეს დიდი პატივია. ჩემი სახელის ხსენება იმ ადამიანების გვერდით, რომელიც სპორტმა გვაჩუქა. ამან მართლაც უზომოდ გამაბედნიერა. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო Marca-ს მთელი გუნდს ამ დაფასებისთვის".
სწრაფი კარიერული წინსვლა
"მე ასე ვიტყოდი — ცხოვრებაში გვაქვს მთავარი სცენარი, თუმცა შემდეგ ჩნდება გზები და სიტუაციები, რომელთა ბოლომდე გავლა თითქოს შეუძლებელია. ზოგჯერ ადამიანი მთლიანად კონცენტრირდება საკუთარ მიზანზე, რომ თავად განაგრძოს გზა და სწორ მიმართულებას პოულობს.
ახალი გზების იმედი აქვს — იმ გზების, რომლებსაც ხშირად თავად ცხოვრება გვთავაზობს მოულოდნელი გადახვევებით. სიმართლე ისაა, რომ ყველაფრით, რაც გამაჩნია, ძალიან ბედნიერი ვარ. ისეთი ადამიანი ვარ, რომ ჩემი ემოციებისა და გრძნობების დამალვა არ შემიძლია. ეს არის ის, რასაც წლების მანძილზე ვატარებ და რაც ბოლომდე, სიღრმისეულად ვიგრძენი".
მიღწევების სირთულე
"მე და ჩემი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ ყოველდღიურად, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ და არ ვჩერდებით. ძალიან მადლიერ ვარ ყველასი, ვინც თავიდანვე ჩემს გვერდით იყო და ვინც გზადაგზა შემომიერთდა. მართლაც მადლიერ ვარ. გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ დაფასებას და აღიარებას, რაც გამაჩნია ახლა, ნამდვილად არ ველოდი".
მისაბაძი მაგალითი ბავშვებისთვის
"ეს უზომოდ მაბედნიერებს. ვხედავ როგორ განიცდის და აღიქვამს ამ ყველაფერს ჩემი უმცროსი ვაჟი. გარეთ რომ გავდივარ, ვხედავ სხვა პატარებსაც და მათი აღფრთოვანება მოტივაციას მინარჩუნებს. მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა, რომ მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის თავად უნდა ვყოფილიყავი".















