ბენო ადამია Oktagon MMA-ს უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი აღარ არის. ჟალგას ჟუმაგულოვთან ბრძოლის წინ მან ვერ ჩააბარა წონა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ქართველი მებრძოლის მოგების შემთხვევაშიც კი ის ჩემპიონად ვერ დარჩებოდა, ქამარი კი იქნებოდა ვაკანტური, შემდეგ საჩემპიონო ჩხუბამდე.
ყაზახი მებრძოლის გამარჯვების შემთხვევაში ის მიისაკუთრებდა თავისი 29 წლის მოწინააღმდეგის ქამარს. ასეც მოხდა, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო სწორედ "ჟაკომ", რითაც ის Oktagon MMA-ს უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონიც გახდა.















