ბენოს გზის სირთულეები
ბენო ადამია MMA-ის ერთ-ერთი ის მებრძოლია, რომელიც არასდროს ნებდება. მისი კარიერა სავსეა გამოწვევებით, მაგრამ უკან დახევა მისთვის არ არსებობს. წარსულში მან არაერთი დაბრკოლება დაძლია – მარცხი, ტრავმები, ფინანსური პრობლემები – მაგრამ ეს ყველაფერი მის ისტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ბენო ის მებრძოლია, რომელმაც საკუთარი საწყისი კარიერა, ქართული MMA-ის განვითარებად ხანას შესწირა. იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში ტურნირები არ ტარდებოდა და მებრძოლებს გაცილებით გამოცდილ მეტოქეებთა დაპირისპირება Short Notice-ზე უწევდათ.
„ორ კვირაში ჩხუბია, იჩხუბებ?“ - იყო დრო, როდესაც ბრძოლისთვის მოსამზადებლად ორი კვირა სასწაულად დიდ დროდ მეჩვენებოდა, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ სრულად საკმარისი ორი თვეც კი არ არის. ბენომ კარიერა ჩემზე გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ გაცილებით ცუდი სიტუაცია იყო, თუმცა ის ბედს არ შეეგუა და დღეს იგი აქ არის - უმაღლეს დონეზე.
„ორ კვირაში ჩხუბია, იჩხუბებ?“ - იყო დრო, როდესაც ბრძოლისთვის მოსამზადებლად ორი კვირა სასწაულად დიდ დროდ მეჩვენებოდა, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ სრულად საკმარისი ორი თვეც კი არ არის. ბენომ კარიერა ჩემზე გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ გაცილებით ცუდი სიტუაცია იყო, თუმცა ის ბედს არ შეეგუა და დღეს იგი აქ არის - უმაღლეს დონეზე.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ, როცა ყველაფერი თავდაყირა დგას, დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ ბენო საპირისპიროს ამტკიცებს. მისი ბოლო გამარჯვებები აშკარად გვაჩვენებს, რომ ნამდვილი ჩემპიონი ის კი არაა, ვინც არასდროს მარცხდება, არამედ ის, ვინც მარცხის შემდეგ წამოდგომას ისევ ახერხებს.
რეკორდი - უბრალოდ რიცხვები
დარწმუნებული ვარ, ყველა ფანი თუ მებრძოლი, როდესაც რეკორდში ნულიანს, ან მკვეთრად დადებით ბალანსს ხედავს ავტომატურად ფიქრობს, რომ „ეს ვიღაც მონსტრია“ - ან პირიქით, როდესაც საშუალო რეკორდის მებრძოლს შეხედავენ სერიოზულად არ განიხილავენ.
ერთ დროს მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ რეკორდი მხოლოდ ციფრები იყო. ბენო ადამია ამის მაგალითიც არის. პროფესიონალური დებიუტი 7-0-იან მებრძოლთან მეტოქის სამშობლოში და პირველივე რაუნდში გამარჯვება. მხოლოდ ეს ინფორმაციაც მრავლისმთქმელია ბენო ადამიაზე. მისი პირველი მარცხი, მეოთხე პროფესიონალურ ორთაბრძოლაზე მოდის, სადაც მისი რეკორდი 2-0-1 იყო, მეტოქის რეკორდი კი 9-4. მისი მესამე მარცხი კი UFC-ის მოქმედი მებრძოლის, მუინ გაფუროვის, წინააღმდეგ განიცადა, როდესაც მისი რეკორდი 3-2-1 იყო, ხოლო გაფუროვის რეკორდი 12-2.
წარმოგიდგენიათ რამდენად უთანასწორო გარემოში უწევდა ბენოს შესაძლებლობების წარმოჩენა?! - ეს კი იმიტომ, რომ მენეჯერებს ჰონორარის 20%-დან 200-300$ ეშოვნათ. პროფესიონალ მებრძოლს საქართველოდან სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. საბოლოოდ, 2019 წელს მან პაუზა აიღო და მისი რეკორდი ამ დროისთვის 6-8-1 იყო, რაც უიმედო რეკორდად მოჩანდა. მან 2-წლიანი პაუზა აიღო და საქართველოში მათე სანიკიძესთან ერთად ახალი სტარტი წამოიწყო, ჩემპიონთა აკადემიაში გადავიდა და მწვრთნელ რატი ჩაკვეტაძესთან და სპარინგ პარტნიორ მათესთან ერთად ემზადებოდა. ახალ ქართულ ლიგაში, AGC - Alpha Green Championship-ში ორი ბრძოლა ჩაატარა და არცერთში არ დამარცხებულა.

ეს ახალი სტარტი დაეხმარა მას უცხოეთშიც წასულიყო და გერმანიაში ზედიზედ ორი ბრძოლა მოეგო, დაუმარცხებელ მუჰამედ ვალიდს პირველი მარცხი აგემა და შემდგომ დიმიტარ კოსტოვიც დაამარცხა. თუმცა, სპორტული უიღბლობა ბენოს აქაც წამოწია. მას დროის დაკარგვა არ უნდოდა და ყველასთან იბრძოდა. იმ დროისთვის საქართველოში ახალი ორგანიზაცია GAMA გამოჩნდა, რომელიც დღეს ძალიან ცნობილი ლიგაა. იქ ჩატარებულ ბრძოლაში კი ბენომ საწყის წამებზე თავისივე დარტყმაზე მოიტეხა ხელი, მებრძოლთან რომელსაც 10-დან 9 შემთხვევაში კი არა, 10-დან 10-ჯერ, ნებისმიერ დროს დაამარცხებდა. ამის გამო ადამიას კიდევ ერთხელ მოუწია პაუზის აღება, მაგრამ მალევე UFC-ის ყოფილ მებრძოლთან და მერაბ დვალიშვილის ყოფილ მეტოქესთან, გუსტავო ლოპესთან, მოუწია ბრძოლის ნაჩქარევად აღება. დიდი რისკთან ერთად შანსიც დიდი იყო, აქ კი ბენოსთვის უცხო არაფერია - გავიდა მასზე ბევრად გამოცდილ მებრძოლთან, როგორც უდიდესი ანდერდოგი და დგომში თუ მიწაზე ყველგან დაჯაბნა ლოპესი. ბენოს რეკორდი 2021 წლისთვის 6-8-ზე იყო და მასზე როგორც მებრძოლზე ხელი ძალიან ბევრს ჰქონდა ჩაქნეული. დღეს ბენო სატიტულო ორთაბრძოლისთვის წონას იკლებს. და, კი, რეკორდი უბრალოდ რიცხვებია.
სატიტულო ბრძოლა: ბენოს უდიდესი შესაძლებლობა
ახლა ბენო OKTAGON-ის ტიტულისთვის იბრძოლებს. ეს იქნება მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა – შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს: დაბრუნება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალია, როცა ძალა, შრომა და შეუპოვრობა გაქვს. მეტოქე ძლიერია, ტიტულის მოპოვება იოლი არ იქნება, მაგრამ ბენო სწორედ ისეთ ბრძოლებში ბრწყინავს, სადაც მის შანსებს სკეპტიკურად აფასებენ.

მისი გამძლეობა, ბრძოლის სტილი და დაუღალავი ვარჯიში მას უნიკალურ უპირატესობას აძლევს. ბენო ადამიას ისტორია ბევრისთვის მოტივაციაა, მათ შორის ჩემთვისაც. ის გვიჩვენებს - როდესაც ადამიანი თავისი მიზნებისთვის მთელი სულითა და გულით იბრძვის, შეუძლებელი არაფერია. მისი მომდევნო ბრძოლა მხოლოდ ერთი ტიტულისთვის კი არა, არამედ იმისთვისაც იქნება, რომ მთელ სამყაროს დაუმტკიცოს – შეუძლებელი არაფერია, თუ ბოლომდე იბრძვი.















