"შაბათს პიოტრ იანის წინააღმდეგ ვჩხუბობ, მისი დამარცხება შესანიშნავ პოზიციაში მომაქცევს, რომ ტიტულზე ვიბრძოლო. მისი დამარცხების შემდეგ მე მერაბი მსურს" - განაცხადა დეივსონ ფიგერიდომ UFC-სთან ინტერვიუში.
თუ ბრაზილიელმა მებრძოლმა ნამდვილად შეძლო იმ გამოწვევის გადალახვა, რომელიც ხვალ პიოტრ იანის სახით ელოდება, დიდი შანსია, რომ ეს დაპირისპირება მალე ვიხილოთ.















