18 აპრილს გამართულ Brave FC-ის 93-ე ღონისძიებაზე ჯუბა ბერიძემ ვეიანგ იანგი დამაჯერებლად დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი მებრძოლი ოქტაგონში შესაძლოა საერთოდ არ გამოჩენილიყო. LaGazzetta.ge-ის ინფორმარციით, 10 აპრილს მან მიიღო მუხლის მძიმე ტრავმა, რის გამოც ბერიძეს ყველანაირი ფიზიკური აქტივობა აკრძალული ჰქონდა.
უფრო კონკრეტულად კი ქართველ მებრძოლს მარჯვენა მუხლის სახსრის მედიალური გვერდითი იოგის ტრავმა ჰქონდა. ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, ჯუბამ არ თქვა უარი ჩხუბზე და კარიერაში მეოთხედ მოიგო. შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულ ივენთზე ასევე იმარჯვეს რაულ თუთარაულმა და დავით ლორთქიფანიძემ.
აქვე დავამატებთ, ბერიძე და ლორთქიფანიძე ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენლები არიან. მათი მწვრთნელი ხვიჩა ქორიძეა, რომლის შეგირდებმა, გოჩა შაინიძემ და რუსლან ბოლქვაძემ წელს ჩინეთში ორი მოგება უკვე მოიპოვეს. ქართველი მწვრთნელი ამჯერად ჯუბამ და დავითმა ასახელეს.















