UFC 311-ის პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის, სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ეს ყველაფერი დაღესტნელი მებრძოლის შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა გამოიწვია, რომლებსაც ის თავის სოციალურ ქსელში ქართველი ჩემპიონის მისამართით წერდა. ამან, რა თქმა უნდა, "მანქანა" გააბრაზა და მას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა.
გუშინ მერაბს ცნობილ სპორტულ ჟურნალისტთან, არიელ ჰელვათან ჰქონდა ინტერვიუ, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება განვითარდეს ბრძოლის შემდეგ.
მე დიდ პატივს ვცემ ხაბიბის გუნდს, ისლამსა და სხვა მებრძოლებს, პრობლემა მხოლოდ უმართან მაქვს" - განაცხადა დვალიშვილმა ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება 19 იანვარს, კალიფორნიაში გაიმართება.















