ცერემონია ავსტრალიაში წარიმართა, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ატმოსფერო ქართველი მებრძოლისთვის არც თუ ისე დადებითია. დაპირისპირება ჩვენი დროით კვირას, დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყება, სადაც ორივე მებრძოლი რეალურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს და დამტკიცდება ვინ არის მომავალი სუპერსმუბუქი წონის კონტენდერი.
თიქნესი დაუმარცხებელი მებრძოლია, ბოლო 3 შეხვედრა ფინიშით, პირველივე რაუნდში აქვს მოპოვებული. კოლბის საბრძოლო სტილისტიკაზე ერთ კონკრეტულ აზრი არ არსებობს, რადგან ვხედავთ, რომ იგი უნივერსალური მებრძოლია და ბრძოლების დროს იყენებს როგორც თავის დგომის, ასევე ჭიდაობის უნარებსაც.
რაც შეეხება ქართველ კონკისტადორს, ბოლო მარცხი მან 2015 წელს განიცადა და 6 წლიანი პაუზის შემდეგ ყველა უკანასკნელი ჩხუბი ფინიშით აქვს დამთავრებული. ძმებ თოფურიების საბრძოლო სტილში მსგავსება ბევრია, განსხვავება ისაა, რომ ალექსი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრეპლინგს და მოწინააღმდეგეების მიწაზე დაფინიშებას.
ამ ყველაფერს უფრო საინტერეოს ხდის ფაქტი, რომ კოლბი თიქნესისთვის მომავალ შეხვედრას ერთგვარი "შურისძიების" სახეც აქვს, რადგან მისი გუნდელი და ახლო მეგობარი - ალექსანდერ ვოლკანოვსკია. ადამიანი, რომელსაც ილიამ სატიტულო ქამარი 2024 წელს, 18 თებერვალს ხელიდან ნოკაუტის მეშვეობით გამოსტაცა.
29 წლის თოფურიას 9 თებერვალს ეძლევა შანსი, დაამარცხოს ახალგაზრდა ავსტრალიელი მისივე ქვეყანაში და მაყურებლები, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი ქართველი მებრძოლის მიმართ, შთამბეჭდავი პერფორმანსით დაადუმოს.















