UFC 311-ზე, ქართველი ჩემპიონის ჩატარებული ბრწყინვალე პერფორმანსის მიუხედავად, ბრძოლა გარკვეული მიზეზების გამო ბევრისთვის განხილვის საგანი გახდა.
ჩხუბის შესახებ უამრავმა ადამიანმა ისაუბრა, სადაც აზრი ორად გაიყო. ხალხის მცირე ნაწილი უმარის გამარჯვებისაკენ გადაიხარა, რადგან მათი აზრით, პირველი სამი რაუნდი დაღესტნელ კონტენდერს ეკუთვნოდა.
ანალოგიურად ფიქრობს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ვეტერანი და ლეგენდა - ჩელ სონენი.
"თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ბრძოლა უმარის იყო. როცა მსაჯებმა მერაბი გამარჯვებულად გამოაცხადეს, ჩავთვალე, რომ ხალხს ცუდი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ შევცდი. მეგონა, რომ ისინი უმარს პირველ, მეორე და მესამე რაუნდს მისცემდნენ. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მერაბი უკეთესი მებრძოლია, რადგან ეს ამ დაპირისპირებაში ვერ დავინახე.
ამ ყველაფერს ჩხუბში ნაჩვენები დინამიკის, სისწრაფისა და სუფთა ტექნიკის გამო ვამბობ. მერაბისთვის ეს შეურაცხყოფა ნამდვილად არაა, უბრალო შეხსენებაა იმის, რომ ამ სპორტის შეხვედრებში უკეთესი ათლეტი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ესაა 25-წუთიანი ბრძოლა გამძლეობისთვის, სადაც ამტანობის უნარი იჩენს თავს." - განაცხადა სონენმა ინსტაგრამზე.















