ივნისში UFC-ის მძიმე დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა - ჯონ ჯონსმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რომელმაც მისი და ტომ ასპინალის პოტენციური შეხვედრა ჩაშალა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 1 დღის წინ ჩატარებულ MTV-ის VMA დაჯილდოების ცერემონიალიდან ვიგებთ, რომ ამერიკელ სპორტსმენს სრულიად განსხვავებული პოზიცია გააჩნია.
"მე კარიერა არ დამისრულებია. აქტიურად, კვირაში 5-ჯერ ვვარჯიშობ და ორგანიზაცია დოპინგზე კვლავ, სისტემატიურად მამოწმებს. მომზადებას ვაგრძელებ, რათა თეთრი სახლის ღონისძიებაზე ვიბრძოლო. ეს ჩემ ამჟამინდელი მიზანს წარმოადგენს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ბოსზეა დამოკიდებული. "
UFC-ის გულშემატკივრებს მხოლოდ ერთი კითხვა დარჩათ – როდის ან ვის წინააღმდეგ ვიხილავთ ისევ ოქტაგონში „ყველა დროის საუკეთესოს“?















