UFC 316-ზე, მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის მეორედ მოუგო და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მესამე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ქამარი ორჯერ დაიცვა.
ორთაბრძოლის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და დანა უაითს მადლობა გადაუხადა. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო და მისთვის საქართველო მოტივაციის წყაროა.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დანა უაითს, რომელმაც UFC შექმნა და მომცა შესაძლებლობა მსოფლიოს მწვერვალზე ავსულიყავი. დღეს აქ დონალდ ტრამპი იმყოფება — გაუმარჯოს ამერიკას და საქართველოს. ვიცოდი, რომ შონი დღევანდელი ბრძოლისთვის კარგად მოემზადებოდა, რადგან როდესაც ვმარცხდებოდი, ეს ჩემთვის ყოველთვის გაკვეთილი და ახალი გამოწვევა იყო. ბევრი ფიქრობს, რომ კარგი კარდიო დაბადებიდან მაქვს, თუმცა, ეს ასე არ არის. ამისთვის მე ძალიან ბევრი ვიშრომე და მინდა ვუთხრა ახალ თაობას, რომ მთავარია გქონდეთ მიზანი და ბევრი იშრომოთ. ჩემი ქვეყანა დიდ მოტივაციას მაძლევს, მიყვარხარ საქართველო"















